როგორ მოვიშოროთ ფეხიდან არასასიამოვნო სუნი?

როგორ მოვიშოროთ ფეხიდან არასასიამოვნო სუნი?

ყველა ადამიანი ოფლიანობს.

შესაბამისად, უჩვეულო არაფერია იმაში თუ ტერფები გიოფლიანდებათ.

ფეხსაცმელი წარმოქმნის თბილ, ბნელ, ნესტიან გარემოს და მსგავსი სივრცე იდეალურია ბაქტერიებისთვის. ფეხის სუნს იწვევს სწორედ ის ბაქტერია, რომელსაც ძალიან უყვარს ოფლი.

გარკვეული მეთოდებით ფეხიდან უსიამოვნო სუნის გაქრობა შესაძლებელია.

რეკომენდებულია:

  • ყოველდღე დაიბანეთ ფეხები საპნით. საპონი და წყალი ტერფიდან ბაქტერიებს მოგაცილებთ. ასევე აუცილებელია კარგად გაიმშრალოთ ტერფი და განსაკუთრებით თითებს შორის სივრცე;
  • ჩაიცვით სპორტული წინდები (სპორტული წინდა კანს ნესტისგან იცავს);
  • შესაძლოა სუნის მიზეზი ფეხსაცმელი იყოს. ყოველთვის შეიძინეთ ისეთი ფეხსაცმელი, რომელშიც ფეხი „სუნთქვას“ შეძლებს, ანუ ბუნებრივ მასალაზე დამზადებული. თუ შესაძლებელია იქონიეთ რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი - 2 დღეში ერთხელ ხან ერთი წყვილი ჩაიცვით და ხან მეორე. გაითვალისწინეთ, თუ ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი შენიშნეთ, გარეცხვა ვერ გიშველით და მისი ახლით ჩანაცვლება მოგიწევთ;
  • აფთიაქში შეიძინეთ ტერფისთვის განკუთვნილი სპეციალური ფხვნილი. ფხვნილი დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის გაქრობაში, ფეხის სიმშრალის შენარჩუნებაში. როგორც წესი, ამ ტიპის ფხვნილს აქვს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტი;
  • თუ გაქვთ ჭრილობა ტერფის არეში, კანის პრობლემები ან ფეხის ჭარბი ოფლიანობა უნდა მიმართოთ ექიმს.

 

წყარო:

https://connect.mayoclinic.org/page/take-charge-healthy-aging/newsfeed-post/reducing-foot-odor/?utm_campaign=hub_email&utm_source=email&utm_medium=digest_summary_highlight_link#