წყლულოვანი კოლიტი - რა უნდა იცოდეთ ნაწლავის ანთებითი დაავადების შესახებ?

წყლულოვანი კოლიტი - რა უნდა იცოდეთ ნაწლავის ანთებითი დაავადების შესახებ?

რა არის წყლულოვანი კოლიტი?

წყლულოვანი კოლიტი ნაწლავის ანთებითი დაავადებაა, რომელიც იწვევს ხანგრძლივად მიმდინარე ანთებასა და წყლულს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

წყლულოვანი კოლიტი გავლენას ახდენს მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის ამომფენ გარსზე.

როგორც წესი, სიმპტომები დროთა განმავლობაში ვლინდება.

აღსანიშნავია, რომ წყლულოვანი კოლიტის გამო ზოგჯერ ვლინდება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.

წყლულოვანი კოლიტის სრული განკურნების მეთოდი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ მკურნალობის კურსით მცირდება დაავადების ნიშნები და სიმპტომები - მიიღწევა ხანგრძლივი რემისია.

წყლულოვანი კოლიტის სიმპტომები

სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია ანთების სიმწვავესა და მდებარეობაზე. თუმცა უმეტესად ვლინდება:

  • დიარეა, ხშირად სისხლიანი ან ჩირქიანი;
  • ტკივილი და კრუნჩხვა მუცლის არეში;
  • რექტალური ტკივილი;
  • რექტალური სისხლდენა;
  • დეფეკაციის სასწრაფო მოთხოვნილება;
  • მიუხედავად იმისა, რომ კუჭში გასვლის ძლიერი მოთხოვნილება გაქვთ, ვერ ახერხებთ დეფეკაციას;
  • წონის კლება;
  • დაღლილობა;
  • სიცხე;
  • ბავშვებში ზრდის შეფერხება.

როდის მივმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს თუ უჩივით ცვლილებას კუჭ-ნაწლავში ან ნებისმიერი სახის პრობლემას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და აგრეთვე შენიშნეთ შემდეგი ნიშნები თუ სიმპტომები:

  • მუცლის ტკივილი;
  • სისხლი განავალში;
  • დიარეა, რომელიც არ ექვემდებარება მედიკამენტებს;
  • დიარეა, რომელიც გაღვიძებთ;
  • აუხსნელი მიზეზით აღმოცენებული ტემპერატურა, რომელიც 1 დღე ან მეტია გაწუხებთ.

გამომწვევი მიზეზები

წყლულოვანი კოლიტის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. წლების წინ ფიქრობდნენ, რომ მდგომარეობას იწვევდა დიეტა და სტრესი, თუმცა ახლა ექიმები თანხმდებიან, რომ ეს ფაქტორები გამომწვევი არ არის და მხოლოდ ამწვავებს, ართულებს დაავადებას.

მედიკოსთა აზრით, წყლულოვანი კოლიტის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს იმუნური სისტემის დარღვევა.

გასათვალისწინებელია მემკვიდრული ფაქტორიც, თუმცა ხშირია ისეთი კლინიკური შემთხვევებიც, როცა პაციენტს დაუდგინდა წყლულოვანი კოლიტი, მაგრამ აღნიშნული დიაგნოზი მის ოჯახში მანამდე არავის ჰქონია.

წყლულოვანი კოლიტის გართულება

თუ წყლულოვანი კოლიტი გართულდა, შესაძლოა გამოვლინდეს:

  • ძლიერი სისხლდენა;
  • მსხვილი ნაწლავის პერფორაცია;
  • ძლიერი დეჰიდრატაცია;
  • იშვიათად ღვიძლის დაავადება;
  • ოსტეოპოროზი;
  • კანის, სახსრებისა და თვალების ანთება;
  • მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი და სხვა.

დიაგნოსტირება

წყლულოვანი კოლიტის დიაგნოსტირებისთვის ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ერთი ან რამდენიმე კვლევა, კერძოდ:

  • სისხლის ანალიზი;
  • განავლის ანალიზი;
  • კოლონოსკოპია;
  • რექტორომანოსკოპია;
  • მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოსკოპია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ);
  • CT ენტეროგრაფია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/ulcerative-colitis/symptoms-causes/syc-20353326