ქუსლის ტკივილი - მკურნალობა სახლის პირობებში

ქუსლის ტკივილი - მკურნალობა სახლის პირობებში

ქუსლის ტკივილი გავრცელებული სიმპტომია.

ქუსლის ტკივილი, ჩვეულებრივ, ქუსლის ქვეშ ან მის უკანა ზედაპირზე ვრცელდება. ქუსლის ტკივილი ძალიან იშვიათად სერიოზული დაავადების სიმპტომი რომ იყოს, მაგრამ პაციენტს დიდ დისკომფორტს უქმნის და ნორმალურ აქტივობაში, განსაკუთრებით ვარჯიშში, ხელს უშლის.

გამომწვევი მიზეზი

ქუსლის ტკივილს შესაძლოა იწვევდეს:

  • აქილევსის ტენდინიტი;
  • აქილევსის მყესის გაწყვეტა;
  • ძვლის სიმსივნე;
  • ბურსიტი;
  • ოსტეომიელიტი;
  • ძვლის პაჯეტის დაავადება;
  • პერიფერიული ნეიროპათია;
  • ლანჩის ფასციტი;
  • რეაქტიული ართრიტი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • სარკოიდოზი;
  • სტრესული მოტეხილობა;
  • ტერფის გვირაბის სინდრომი და სხვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი:

  • ქუსლის მწვავე, ძლიერი ტკივილი და შეშუპება;
  • გიჭირთ ნორმალურად გადაადგილება, ტერფის მაღლა აწევა ან პირიქით, თითების სათანადოდ ფუნქციონირება;
  • ქუსლის ტკივილთან და დაბუჟებასთან ერთად გაქვთ სიცხე;
  • ქუსლის ძლიერი ტკივილი გამოწვეულია ტრავმის, დაზიანების გამო.

ექიმთან კონსულტაციის გავლას გირჩევთ თუ:

  • არ დგახართ და არც მოძრაობთ, მაგრამ ქუსლი მაინც გტკივათ;
  • ქუსლის ტკივილი რამდენიმე კვირაა გრძელდება და მდგომარეობა არ შემსუბუქდა არც დასვენების და არც თვითმკურნალობის შედეგად.

მკურნალობა სახლის პირობებში

სიმპტომი ზოგჯერ თავად ლაგდება ან ექვემდებარება სათანადო მკურნალობას.

თუ ქუსლის ტკივილი ძლიერი არ არის, სცადეთ შემდეგი:

  • დაისვენეთ. მოერიდეთ ისეთ ფიზიკურ აქტივობას, რომელიც ქუსლს ტვირთავს;
  • ყინული. ქუსლზე დაიდეთ ყინული 15-20 წუთის განმავლობაში, დღეში სამჯერ;
  • შეიძინეთ ახალი და კომფორტული ფეხსაცმელი;
  • აფთიაქში შეიძინეთ სპეციალური, ერთგვარი ტერფის სუპინატორები. აფთიაქში განუმარტეთ ქუსლი რომ გტკივათ;
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/symptoms/heel-pain/basics/definition/sym-20050788