რა არის სტაფილოკოკური ინფექცია?

რა არის სტაფილოკოკური ინფექცია?

სტაფილოკოკურ ინფექციას სტაფილოკოკის ბაქტერია იწვევს.

ჩვეულებრივ, ბაქტერია გვხვდება ჯანმრთელი ადამიანის კანსა და ცხვირში.

უმეტეს შემთხვევაში ბაქტერია არ იწვევს პრობლემას ან კანის მსუბუქი ინფექციის სახით ვლინდება. თუმცა სტაფილოკოკური ინფექცია შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო გახდეს იმ შემთხვევაში, თუ ბაქტერია ორგანიზმში ღრმად შეიჭრება - შეაღწევს სისხლში, სახსრებში, ძვალში, ფილტვებსა თუ გულში.

მკურნალობის დროს, როგორც წესი, საჭირო ხდება ანტიბიოტიკი და დაზიანებული არეს დრენაჟი.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სტაფილოკოკური ინფექცია აღარ ექვემდებარება ანტიბიოტიკურ თერაპიას.

სიმპტომები

სტაფილოკოკური ინფექციის სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია ინფექციის სიმწვავესა და მდებარეობაზე.

კანის ინფექციები

სტაფილოკოკის ბაქტერიამ შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ფურუნკული (იგივე ძირმაგარა);
  • იმპეტიგო;
  • ცელულიტი;
  • სტაფილოკოკური დათუთქული კანის სინდრომი.

საკვებით მოწამვლა 

სტაფილოკოკის ბაქტერია საკვებით მოწამვლის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია.

როგორც წესი, სიმპტომები სწრაფად, ჩვეულებრივ, დაბინძურებული საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში ჩნდება და მალევე ლაგდება, მაქსიმუმ ნახევარ დღეში და ეს სიმპტომებია:

  • გულისრევა ან ღებინება;
  • დიარეა;
  • დეჰიდრატაცია;
  • დაბალი არტერიული წნევა.

ბაქტერიემია (სისხლში მიკრობების არსებობა)

ბაქტერიემია ვითარდება მაშინ, როდესაც სტაფილოკოკის ბაქტერია სისხლში აღწევს - ამ მდგომარეობის დროს ვლინდება დაბალი არტერიული წნევა და სიცხე.

ბაქტერიას შეუძლია უფრო ღრმად და მარტივად შეიჭრას ორგანიზმში, გამოიწვიოს ინფექცია ცალკეულ ორგანოებსა თუ სისტემაში, მაგალითად:

  • ტვინში, გულსა და ფილტვებში;
  • ძვალსა და კუნთებში;
  • ქირურგიულად იმპლანტირებულ მოწყობილობებში (მაგალითად, ხელოვნური სახსარი ან გულის პეისმეიქერი).

ტოქსიკური შოკის სინდრომი

ტოქსიკური შოკის სინდრომი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს. ვლინდება სტაფილოკოკური ბაქტერიის ზოგიერთი შტამის ტოქსინების შედეგად და დაკავშირებულია ზოგიერთი ტიპის ტამპონთან, კანის ჭრილობასა და ქირურგიულ ჩარევასთან.

ტოქსიკური შოკის სინდრომი მოულოდნელად აღმოცენდება და შემდეგი სიმპტომები ვლინდება:

  • მაღალი სიცხე;
  • გულისრევა და ღებინება;
  • მზის დამწვრობის მსგავსი გამონაყარი ხელებზე;
  • დაბნეულობა;
  • კუნთის ტკივილი;
  • დიარეა;
  • მუცლის ტკივილი.

სეპტიკური ართრიტი

სეპტიკურ ართრიტს ხშირად იწვევს სტაფილოკოკური ინფექცია.

ბაქტერია ვნებს მუხლებს, მხარს, თეძოს, ხელისა და ფეხის თითებს.

ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • სახსრის შეშუპება;
  • მწვავე ტკივილი დაზიანებულ არეში;
  • სიცხე.

გამომწვევი მიზეზები

აღსანიშნავია, რომ ბევრი ადამიანი ატარებს სტაფილოკოკის ბაქტერიას, მაგრამ არასდროს უვითარდება სტაფილოკოკური ინფექცია. სწორედ ამიტომ თუ ინფექცია მაინც გამოვლინდა, კარგი ისაა, რომ ინფექციის გამომწვევი იქნება ის ბაქტერია, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ორგანიზმით ატარებდით.

ამასთან, ინფექცია გადადის ადამიანიდან ადამიანზე.

ვინაიდან სტაფილოკოკური ბაქტერია ძალიან გამძლეა, სულაც არ აშინებს გამოშრობა თუ ექსტრემალური ტემპერატურა.

ინფექციის განვითარების რისკ-ფაქტორს განეკუთვნება სუსტი იმუნური სისტემა, ზოგიერთი ქრონიკული დაავადებით ავადობა, კანის დაზიანება.   

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/staph-infections/symptoms-causes/syc-20356221