დაიწყეთ დღე ჯანსაღი და გემრიელი საუზმით

დაიწყეთ დღე ჯანსაღი და გემრიელი საუზმით

საკვები ნივთიერებებით მდიდარი საუზმე ბედნიერი და ნაყოფიერი დღის საწინდარია.

ჯანსაღი, გემრიელი საუზმე ენერგიით აგავსებთ, გუნება-განწყობილებას გაგიუმჯობესებთ.

როგორ გამოიყურება ჯანსაღი საუზმე?

ეს არის რაციონი, რომელიც მოიცავს საკვები ბოჭკოს, პროტეინის, მცირე რაოდენობით ჯანსაღი ცხიმისა და ნახშირწყლების კომბინაციას.

მთლიანი მარცვლეული, პარკოსნები, თხილეული, ხილი და ბოსტნეული დაგეხმარებათ იმ ენერგიის მარაგის შევსებაში, რომელიც წინა დღით დახარჯეთ. ვიტამინებით, მინერალებითა და საკვები ბოჭკოთი მდიდარი საკვების დახმარებით კი დიდხანს აღარ შეგაწუხებთ შიმშილის შეგრძნება.

აგრეთვე სასარგებლოა დაბალცხიმიანი რძის პროდუქტებიც, რომელიც კალციუმის, კალიუმის, A და D ვიტამინების წყაროს წარმოადგენს.

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საუზმის შემადგენელი ელემენტია:

  • მთლიანი მარცვლეული;
  • კვერცხი, მჭლე ხორცი, პარკოსნები, თხილეული;
  • დაბალცხიმიანი რძე, ყველი, ხაჭო, იოგურტი (შაქრის დაბალი დოზით);
  • ახალი ან გაყინული ხილი და ბოსტნეული, უშაქრო ხილის წვენი, ხილისა და ბოსტნეულის სმუზი.        

 

წყარო:

https://connect.mayoclinic.org/page/take-charge-healthy-aging/newsfeed-post/start-your-day-right/?utm_campaign=hub_email&utm_source=email&utm_medium=digest_summary_highlight_link#