თუ 60 წლის ან მეტი ასაკის ბრძანდებით, 60%-ზე მაღალია დივერტიკულური დაავადების განვითარების რისკი.
რა არის დივერტიკულიტი?
დივერტიკულა ერთგვარი მცირე ზომის ჩანთისებრი ამობურცულობაა, რომელიც როგორც წესი საჭმლის მომნელებელი სისტემის ამომფენ შრეზე ყალიბდება.
დივერტიკულები უმეტესად მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილში გვხვდება - შესაძლებელია განვითარდეს დივერტიკულიტის ანთება ან ინფექცია.
დივერტიკულიტის დროს პაციენტი უჩივის ტკივილს მუცლის არეში, ყაბზობას, აქვს გულისრევა და ღებინება, ვლინდება ტემპერატურა.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კლინიკურ შემთხვევათა უმეტეს ნაწილში დივერტიკულა არასდროს იწვევს პრობლემას. არც ისაა გასაკვირი, რომ პაციენტმა დაავადების შესახებ მხოლოდ მსხვილი ნაწლავის გამოკვლევის დროს შეიტყოს და როგორც წესი, კვლევა სულ სხვა მიზეზით ტარდება. შესაბამისად, 15%-ში მტკივნეული შეტევა, რომელსაც პაციენტი გრძნობს, გამოწვეულია დივერტიკულიტის ანთებითა და ინფექციით. ამასთან, პაციენტებმა შეიძლება შენიშნონ უმტკივნეულო რექტალური სისხლდენა.
აღსანიშნავია, რომ ცხოვრების წესის ცვლილება მნიშვნელოვნად ამცირებს დივერტიკულიტის შეტევის პირველ ან განმეორებით რისკს.
რეკომენდებულია:
- ბოჭკოთი მდიდარი კვების რაციონი (ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული, პარკოსნები, თხილეული);
- რეგულარული ვარჯიში;
- ჯანსაღი წონის შენარჩუნება.
წყარო: