გულისრევა და ღებინება - რა იწვევს ამ სიმპტომებს?

გულისრევა და ღებინება - რა იწვევს ამ სიმპტომებს?

გულისრევის შეგრძნება და ღებინება სხვადასხვა მიზეზით ვლინდება.

აღნიშნულ სიმპტომებს ყველაზე ხშირად იწვევს ვირუსული გასტროენტერიტი, ორსულობა. აგრეთვე გულისრევა და ღებინება ბევრი მედიკამენტის გვერდითი მოვლენაა. იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია სერიოზული, სიცოცხლისთვის სახიფათო პრობლემის მანიშნებელი იყოს.

გამომწვევი მიზეზები

გულისრევა და ღებინება შესაძლოა გაწუხებდეთ ცალ-ცალკე ან სიმპტომები ერთდროულად გამოვლინდეს.

ჩვეულებრივ, გამომწვევი მიზეზია:

  • ქიმიოთერაპია;
  • გასტროპარეზი;
  • ზოგადი ანესთეზია;
  • კუჭ-ნაწლავის ობსტრუქცია;
  • შაკიკი;
  • ორსულებში ე.წ. დილის სისუსტე;
  • ზღვის ავადმყოფობა;
  • როტავირუსი;
  • ვირუსული გასტროენტერიტი;
  • ვესტიბულური ნევრიტი.

გულისრევისა და ღებინების სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
  • ალკოჰოლიზმი;
  • მწვავე ალერგიული რეაქცია;
  • ანორექსია;
  • აპენდიციტი;
  • ქოლეცისტიტი;
  • ტვინის სიმსივნე;
  • დეპრესია;
  • თავბრუსხვევა;
  • ყურის ინფექცია;
  • სიცხე;
  • საკვებით მოწამვლა;
  • ნაღვლის კენჭები;
  • გულის შეტევა;
  • გულის უკმარისობა;
  • ჰეპატიტი;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • მენინგიტი;
  • პანკრეატიტი;
  • ძლიერი ტკივილი და სხვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ გულისრევასა და ღებინებას თან ერთვის შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • მწვავე ტკივილი ან კრუნჩხვა მუცლის არეში;
  • ბუნდოვანი მხედველობა;
  • დაბნეულობა;
  • მაღალი სიცხე და კისრის გაშეშება;
  • განავლის მსგავსი მასალა ან სუნი ღებინების დროს ამოღებულ მასაში;
  • რექტალური სისხლდენა.

პაციენტი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოთ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში თუ შენიშნეთ შემდეგი:

  • გულისრევასა და ღებინებას თან ახლავს ტკივილი ან მწვავე თავის ტკივილი და განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, თუ მსგავს თავის ტკივილს არასდროს შეუწუხებია;
  • ვლინდება დეჰიდრატაციის სიმპტომები (წყურვილის გაძლიერებული გრძნობა, პირის ღრუს სიმშრალე, გაიშვიათებული შარდვა, მუქი ფერის შარდი, სისუსტე, ფეხზე დგომისას თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება);
  • ღებინებისას ამოღებული მასა შეიცავს სისხლს, რომელიც არის დაფქული ყავის მსგავსი ან მწვანე შეფერილობის.

ექიმთან კონსულტაციის გავლას გირჩევთ თუ:

  • ღებინება ზრდასრულებში გრძელდება 2 დღეზე მეტია, 24 საათია 2 წლამდე ასაკის ბავშვი ამ სიმპტომს ავლენს - 12 საათი ჩვილებში;
  • ერთ თვეზე მეტია, რაც გულისრევა და ღებინება რამდენჯერმე გქონდათ;
  • ამ სიმპტომებთან ერთად წონა დაიკელით.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/symptoms/nausea/basics/definition/sym-20050736