რა არის ალკოჰოლიზმი?
ალკოჰოლიზმი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პათოლოგიაა.
ზოგჯერ ალკოჰოლიზმს უწოდებენ ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ან ალკოჰოლზე მიჩვევას.
უმნიშვნელოდ განსხვავდება „მავნებელი სმისგან“ და ამ შემთხვევაშიც საფრთხე ემუქრება ჯანმრთელობას. მაგალითად, მავნებელი სმა არის სიტუაცია, როდესაც წვეულებაზე ძალიან ბევრ ალკოჰოლს იღებთ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს ერთი შეხედვით მარტივი მაგალითი სავსებით შესაძლებელია ალკოჰოლიზმად გადაიქცეს და განსაკუთრებით მაშინ თუ ჩვევად გექცევათ და რეგულარულ სახეს მიიღებს.
ალკოჰოლიზმის სიმპტომები
გახსოვდეთ ალკოჰოლიკი მაქსიმალურად მალავს პრობლემას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულება სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს - სწორედ ამიტომ თუ თქვენს ოჯახის წევრს, მეგობარს ან ახლობელს სმის დროს მიასწრებთ, ან ამ პრობლემაზე მიუთითებთ, არ გაგიკვირდეთ თუ ძალიან გაბრაზდება!
ალკოჰოლიზმის სიმპტომები და ნიშნებია:
- ჩვეული, ნორმალური ცხოვრების წესის მიმართ ინტერესის ნაკლებობა;
- რეგულარული სიმთვრალე;
- იმავე ეფექტის მისაღწევად ალკოჰოლის მეტი დოზა გჭირდებათ;
- დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა ან გაღიზიანება;
- პაციენტს უჭირს ალკოჰოლზე უარის თქმა;
- შფოთვა, დეპრესია ან მენტალური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები;
- ალკოჰოლს სვამთ ფარულად.
ალკოჰოლიზმის მკურნალობა
ბევრ კლინიკურ შემთხვევაში მკურნალობის პირველი და წარმატებული ნაბიჯი პრობლემის აღიარებაა, უნდა გააცნობიეროთ დაავადება და დიახ, თქვენ დახმარება გჭირდებათ!
მეორე ნაბიჯი კი უნდა იყოს შესაბამის კლინიკაში მისვლა და მედიკოსის რეკომენდაციების გათვალისწინება.
ალკოჰოლიზმის დიაგნოზის დროს გამოიყენება მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ მთავარი ფაზა დეტოქსიფიკაციაა. დეტოქსიფიკაცია სამკურნალო ღონისძიებათა კომპლექსია, რომლის მთავარ მიზანსაც ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნა წარმოადგენს.
მკურნალობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფსიქოლოგიურ და ფსიქოსოციალურ ფაქტორებს.
სავსებით შესაძლებელია დაინიშნოს მედიკამენტური თერაპია.
რეკომენდებულია ე.წ. ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ანონიმურ ჯგუფებში გაწევრიანება, სადაც ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები ერთმანეთს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.
წყარო:
https://www.drinkaware.co.uk/facts/health-effects-of-alcohol/mental-health/alcoholism