გუნდი, რომელიც გეიმედება!

გუნდი, რომელიც გეიმედება!

მადლიერი პაციენტი საკუთარ ემოციებს ბლოგერ გოგონას უმხელს.

ამ ადამიანებს თითქოს წლებია ვიცნობ, ჩემი შვილის ავადმყოფობამ, ჩემმა სასოწარკვეთილებამ, უიმედობამ დამაკავშირა ცენტრთან და დღეს ეკა და მისი კოლეგები ჩემი მეგობრები არიან! არ დავიღლები მადლობის თქმით მათ მიმართ, ვინც უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და მე და ჩემი შვილი მათსავით გულისხმიერ ადამიანებს ჩაგვაბაარა“.... - ეს ილიას დედის, ლელას სიტყვებია, ემოციურად საუბრობს კომპანიაზე და კლინიკაზე, სადაც მის შვილს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მადლიერი პაციენტი, წარმატებული ოპერაცია, შესანიშნავი კლინიკა, გულისხმიერი ადამიანები-ამგვარი ჩვენს ირგვლივ ბევრი არაა, ამიტომაც დეტალებით დავინტერესდი.

6 წლის ილიას შუბლზე კოპი გაუჩნდა - ცელქი ბიჭია ილია, ალბათ დაეცა და შუბლი დაარტყა - იფიქრეს მშობლებმა. კოპი არ გაქრა, „ჩვეულებრივ კოპს“ ვერც ერთმა, მეორემ, მეხუთემ და მეათე ექიმმა ვერაფერი გაუგო, ასე გავიდა 3 წელი და ერთ დღესაც ილია მაღალი სიცხით და გულყრით ერთ-ერთ ბავშვთა კლინიკაში მოხვდა. კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების საფუძველზე ექიმებმა თანდაყოლილ არაქნოიდულ კისტაზე მიიტანეს ეჭვი, 3 თვეში განმეორებითი შეტევით ილია კვლავ კლინიკაში აღმოჩნდა, რა დროსაც ექიმთა კონსილიუმმა ოპერაციული ჩარევის გადაწყვეტილება მიიღო. 

„არც ერთი ნეიროქირურგის აზრი და რეკომენდაცია ერთმანეთს არ ემთხვეოდა, გადაწყვეტილება თავად უნდა მიგვეღო, ალბათ ინტუიციის საფუძველზე. ამ დროს სასოწარკვეთილებამ შემიპყრო, 3 წელია ბავშვს სწორი დიაგნოზი ვერ დაუსვეს და მკურნალობა, ოპერაციული ჩარევა რამდენად სანდო იყო, არ ვიცოდი... ილიას ნათლიამ გაგვინათა გონება და გვირჩია შუამავლი კომპანია დავკავშირებოდით, პირველივე ზარი მახსოვს ეკასთან, მივხვდი, რომ სწორ გზაზა ვიდექი და ყველაფერი კარგად იქნებოდა...“

ასე მოხვდნენ ილია და მისი დედა აჯიბადემის კლინიკაში. პირველი დადებითი ემოცია იყო ის, რომ კლინიკა სულაც არ ტოვებდა საავადმყოფოს შთაბეჭდილებას - აეროპორტიდან დაწყებული, სადაც კლინიკის წარმომადგენელი გხვდება, ექიმით დამთავრებული - ყველა უაღერესად კეთილგანწყობილი და „შენიანია“.

„თითქოს აქ ყველა ჩვენ გველოდა და მთელი კლინიკა ჩვენზე მუშაობდა, ვგრძნობდი, რომ ეკა და მისი გუნდი სულ ჩვენს გვერდით იყო, ისინი მუდმივ კონტაქტზე იყვნენ საავადმყოფოს კოორდინატორთან და ყველა დეტალს იმაზე ადრე აგვარებდნენ, ვიდრე ჩვენ დაგვჭირდებოდა. პროფესორი ილჰამ ელმაჩი ჩემთვის ექიმის იდეალია, გულისხმიერი, პროფესიონალი, იმედიანი და დაუღლელი, იმდენ დროს გვითმობდა ყველა პროცედურის ასახსნელად, თავი ლექციაზე მეგონა, აქ მხოლოდ პაციენტზე არა, მის თანმხლებზეც ზრუნავენ. ექიმის ასისტენტი ქალბატონი - ბურჟუ ქაჰრამანი - გულში მიკრავდა და ცრემლიანი თვალებით მამშვიდებდა, ილია როცა ოპერაციაზე შეყავდათ. კლინიკის თარჯიმანი - ელიფ პაშა - კი ყველას ჩვენი ოჯახის წევრი ეგონა, 4 დღის განმავლობაში გვერდიდან არ მოგვცილებია, ვგრძნობდი, რომ ამდენი ყურადღება, დიდწილად, იმ ცენტრის დამსახურება იყო,  რომლის შუამდგომლობითაც ამ კლინიკაში მოვხვდით. გასაოცარი განცდაა, როცა ხვდები, რომ გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც გეიმედება თავისი პროფესიონალიზმით, გამოცდილებით და გულწრფელობით. მე ასეთი ოჯახი ვიპოვე და ეს ოჯახი - სამედიცინო ტურიზმის კომპანია HTI Center -ია“ - ამბობს ქალბატონი ლელა კოზმავა.

თაკო ახალკაცის ბლოგი