13 ივლისი - კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა

13 ივლისი - კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 13 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 215 539 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 037 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 16 279 ადამიანი და დაიღუპა 161, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 129 657 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 220 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 15 313 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 576 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 18 029 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 229 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 33 309 და დაიღუპა 618 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 2 952 და დაიღუპა 163.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200713-covid-19-sitrep-175.pdf?sfvrsn=d6acef25_2