რა სიმპტომებით ვლინდება საშვილოსნოს ყელის კიბო?

რა სიმპტომებით ვლინდება საშვილოსნოს ყელის კიბო?

რა არის საშვილოსნოს ყელის კიბო?

საშვილოსნოს ყელის კიბო ვითარდება საშვილოსნოს ყელის უჯრედებში - საშვილოსნოს ქვედა ნაწილში, რომელიც ვაგინას უკავშირდება.

კლინიკურ შემთხვევათა უმეტეს ნაწილში საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს ადამიანის პაპილომავირუსი. პაპილომავირუსის გადაცემის შემდეგ, როგორც წესი, ორგანიზმის იმუნიტეტი ვირუსს ებრძვის, თუმცა მცირე ნაწილში ვირუსი წლების განმავლობაში ცოცხლობს, რჩება და ხელს უწყობს პროცესს, რომლის დროსაც საშვილოსნოს ზოგიერთი უჯრედი კიბოს უჯრედებად გარდაიქმნება.

საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია და ამისთვის რეკომენდებულია სკრინინგული კვლევის ჩატარება და ვაქცინაცია, რომელიც პაპილომავირუსის ინფექციისგან დაგიცავთ.

სიმპტომები

საშვილოსნოს ყელის კიბო ადრეულ სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

დაავადების განვითარების შემდგომ ეტაპზე ვლინდება შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • ვაგინალური სისხლდენა სქესობრივი კავშირის შემდეგ, მენსტრუალურ ციკლს შორის და მენოპაუზის შემდეგ;
  • თხიერი, სისხლიანი ვაგინალური გამონადენი, რომელიც შეიძლება იყოს მკვრივი და ჰქონდეს უსიამოვნო სუნი;
  • ტკივილი მენჯის არეში ან ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს.

საშვილოსნოს ყელის კიბოს ფორმები

საშვილოსნოს ყელის კიბოს მთავარი ფორმებია: ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და ადენოკარცინომა; ზოგჯერ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში ორივე ფორმა, ტიპია ჩართული.

ძალიან იშვიათად, მაგრამ კიბო შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოს ყელის სხვა უჯრედებში.

გამომწვევი მიზეზები

საშვილოსნოს ყელის კიბო ვითარდება მაშინ, როდესაც საშვილოსნოს ყელში მდებარე ჯანმრთელი უჯრედები მათ დნმ-ში მუტაციას განიცდის.

ჯანმრთელი უჯრედი იზრდება, მრავლდება და საბოლოოდ, განსაზღვრულ ვადაში იღუპება, ხოლო მუტაციის დროს უჯრედი იზრდება და მრავლდება სრულიად უკონტროლოდ და არც იღუპება! კიბოს უჯრედი იჭრება, აღწევს მიმდებარე ქსოვილებში და შეუძლია მეტასტაზირდეს, გავრცელდეს ორგანიზმში.

საშვილოსნოს ყელის კიბოს ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ ნათელი და უდავოა, რომ ადამიანის პაპილომავირუსი დაავადების განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს.

ადამიანის პაპილომავირუსი ძალიან გავრცელებულია და აღსანიშნავია, რომ ბევრი ქალი, ვინც არ ვირუსს ატარებს, არასდროს ავადდება კიბოთი. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც, მაგალითად, გარემო, სადაც ცხოვრობთ და თქვენი ცხოვრების წესი.

რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:

  • ბევრი სქესობრივი პარტნიორის ყოლა;
  • პირველი სქესობრივი კავშირი ადრეულ ასაკში;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
  • სუსტი იმუნური სისტემა;
  • თამბაქო.

როგორ ავირიდოთ თავიდან საშვილოსნოს ყელის კიბო?

საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს შემდეგი მეთოდები:

  • ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
  • პროფილაქტიკის მიზნით, ჩაიტარეთ პაპ-ტესტის ანალიზი;
  • დაკავდით უსაფრთხო სქესობრივი კავშირით (თავი დაიცავით სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან);
  • უარი თქვით თამბაქოზე.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cervical-cancer/symptoms-causes/syc-20352501