მხრის ტკივილი - მკურნალობა სახლის პირობებში

მხრის ტკივილი - მკურნალობა სახლის პირობებში

რატომ გვტკივა მხარი?

მხრის ტკივილი შეიძლება აღმოცენებული იყოს მხრის სახსრიდან ან მის გარშემო მდებარე კუნთიდან, იოგიდან, მყესიდან.

მხრის ტკივილი, რომელიც სახსრიდან მოდის, ჩვეულებრივ, უარესდება მხრის ან მკლავის მოძრაობის, ან ნებისმიერი აქტივობის შემდეგ.

სხვადასხვა დაავადება და მდგომარეობა (მაგალითად, გულისა თუ ნაღვლის ბუშტის დაავადება) გავლენას ახდენს გულმკერდისა თუ მუცლის ღრუს სტრუქტურაზე და იწვევს მხრის ტკივილს.

სხვა სტრუქტურიდან აღმოცენებულ მხრის ტკივილს გადაცემითი ტკივილი ეწოდება.

აღსანიშნავია, რომ გადაცემითი ტკივილი არ უარესდება მხრის მოძრაობის გამო.

გამომწვევი მიზეზები

მხრის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ავასკულარული ნეკროზი;
  • მხრის წნულის დაზიანება;
  • მხრის მოტეხილობა;
  • მოტეხილი ლავიწი;
  • ბურსიტი;
  • კისრის რადიკულოპათია;
  • მხრის ღრძობა;
  • მხრის მოყინვა;
  • გულის შეტევა;
  • ოსტეოართრიტი;
  • რევმატიული პოლიმიალგია;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • სეპტიკური ართრიტი;
  • დაჭიმულობა;
  • მყესის გაწყვეტა და სხვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება

თუ მხრის ტკივილს თან ერთვის სუნთქვის გაძნელება ან გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება - შესაძლოა გულის შეტევა გქონდეთ!

პაციენტი სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში თუ მხრის ტკივილი გამოწვეულია ტრავმით და ტკივილს თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:

  • სახსარი დეფორმირებულია;
  • პაციენტი სახსარს ვერ იყენებს ან მკლავებს ვერ შლის;
  • მწვავე, ინტენსიური ტკივილი;
  • მოულოდნელი შესიება.

ექიმთან კონსულტაციას გირჩევთ თუ მხრის ტკივილს თან ახლავს:

  • შესიება;
  • სიწითლე;
  • სახსრის გარშემო გრძნობთ სითბოს და ტკივილს.

მკურნალობა სახლის პირობებში

გაითვალისწინეთ, მხრის ტკივილი საყურადღებო სიმპტომია და შესაძლოა, არაერთ პათოლოგიაზე მიგვანიშნებდეს, შესაბამისად, სახლის პირობებში თვითმკურნალობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უმნიშვნელო, სუსტი ტკივილი გაწუხებთ!

მხრის სუსტი ტკივილის შემსუბუქებაში შესაძლოა დაგეხმაროთ შემდეგი მეთოდები:

  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი;
  • დაისვენეთ და მოერიდეთ ისეთ მოძრაობას, რომლის გამოც მხრის ტკივილი გაუარესდება;
  • მტკივნეულ არეზე დღეში რამდენჯერმე 15-20 წუთით დაიდეთ ყინული.

 

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/symptoms/shoulder-pain/basics/definition/sym-20050696