მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოს ქედზე მდებარეობს მთა ზედაზენი.
მთა შემოსილია რცხილა-წიფლისა და წიფლის ტყეებით.
მთის კეხზე მდებარეობს წმინდა იოანე ზედაზნელის მამათა მონასტერი, რომელიც დაარსებულია VI საუკუნეში.
ტაძარში დაკრძალულია ასურელი წმინდა მამების წინამძღვარი, ღირსი მამა იოანე ზედაზნელი - საქართველოში ბერმონაზვნობის დამაარსებელი.
მონასტერში აღესრულება საეკლესიო ღვთისმსახურება, მიმდინარეობს მონასტრული ცხოვრება.
მონასტრის ეზოდან იშლება ულამაზესი ხედი.
მონასტერი ღიაა 11:00-დან 19:00 საათამდე.
მონასტრამდე მიმავალ გზაზე მდებარეობს თბილისის ეროვნული პარკი.
თბილისის ეროვნული პარკი და მისი მიმდებარე ტერიტორია მდიდარია ისტორიულ-კულტურული ძეგლებით. ტყეში სეირნობისას საშუალება გეძლევათ დაათვალიეროთ მრავალფეროვანი ლანდშაფტები. თბილისის ეროვნული პარკი მდიდარია ფაუნის წარმომადგენლებით.