სტატიის წაკითხვის შემდეგ ზღვაში ცურვა უფრო მეტად შეგიყვარდებათ.
ზღვის სანაპიროზე ნებივრობა რელაქსაციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია.
ზღვა გამშვიდებთ, დადებითი ემოციებით გავსებთ, სტრესისგან გათავისუფლებთ, ამცირებს შფოთვისა და დეპრესიის რისკს.
ცურვა ძალიან სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
ზღვაში ცურვით იმკვრივებთ კუნთს, ფაქტობრივად, წყალში ყოფნისას ვარჯიშობთ და ამავდროულად ენერგიით იმუხტებით.
ზღვის წყალს ერთგვარი ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს. ზღვის წყალი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით - კანის ბუნებრივი კოსმეტიკაა! ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვადასხვა ვიტამინითა და მინერალით გაჯერებული ზღვის წყალი ამცირებს ანთებას და გაცილებთ კანიდან ტოქსინებს. ზღვის მინერალები სასარგებლოა კანის სხვადასხვა დაავადებისთვის.
როგორც წესი, ზღვაში ცურვის შემდეგ ზოგიერთ ადამიანს ღამით უკეთ, უფრო მშვიდად სძინავს.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ზღვაში ცურვა დადებითად აისახება იმუნიტეტზე და ამასთან, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.
წყარო:
https://www.voya.ie/en/Discover-the-Benefits-of-Sea-Swimming/cc-201.aspx