რა არის საკვები ბოჭკო და რატომ არის აუცილებელი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის?

რა არის საკვები ბოჭკო და რატომ არის აუცილებელი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის?

საკვებ ბოჭკოს (უჯრედისი) ორგანიზმის გამწმენდსაც უწოდებენ.

საკვები ბოჭკო ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის პროცესს, აუმჯობესებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას, გვიცავს ყაბზობისგან, ბუასილისგან.

განსაკუთრებით აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დიეტას იცავენ, რადგან ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტი გაცილებით სწრაფად და ეფექტურად იწვევს კუჭის სისავსისა და დანაყრების შეგრძნებას, შესაბამისად, მნიშვნელოვნად მცირდება ზედმეტი საკვების მიღების რისკი.

ბოჭკო ნახშირწყლების ტიპს განეკუთვნება, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

მას შეიცავს ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული, პარკოსნები.

სამი სახის ბოჭკოს გამოყოფენ და ყველა მათგანს სხვადასხვა დანიშნულება აქვს; განვიხილოთ თითოეული მათგანი!

ხსნადი ბოჭკო

ხსნადი უჯრედისი ამცირებს ცუდი ქოლესტეროლის მაჩვენებელს და ასტაბილურებს სისხლში გლუკოზის დონეს.

ხსნადი ბოჭკოთი მდიდარია ხილი, ბოსტნეული, შვრია, ქერი, პარკოსნები.

უხსნადი ბოჭკო

უხსნადი ბოჭკო შთანთქავს წყალს და არბილებს ნაწლავის შემცველობას, ხელს უწყობს ნაწლავის მოქმედებას.

უხსნადი ბოჭკოსგან შედგება მარცვლეული, თხილეული, თესლი, ხორბალი, ხილისა და ბოსტნეულის კანი.

რეზისტენტული სახამებელი

რეზისტენტულ სახამებელს არ ითვისებს წვრილი ნაწლავი და მისი გადამუშავება ხდება მსხვილ ნაწლავში. რეზისტენტული სახამებელი მსხვილ ნაწლავში ხელს უწყობს კარგი ბაქტერიის გამომუშავების პროცესს და აუმჯობესებს ნაწლავის ფუნქციონირებას.

რეზისტენტულ სახამებელს შეიცავს მწიფე ბანანი, კარტოფილი და ბრინჯი.

 

წყარო:           

https://nutritionaustralia.org/fact-sheets/fibre/