დროდადრო, თითქმის ყველა ადამიანი უჩივის ძლიერი დაღლილობის შეგრძნებას.
საბედნიეროდ, დროებით გამოწვეული დაღლილობის მიზეზის იდენტიფიცირება მარტივია და შესაბამისად, პრობლემას არც დისკომფორტის შემსუბუქება წარმოადგენს.
თუმცა საყურადღებოა მდგომარეობა, როცა დაუძლურება, სისუსტე, დაღლილობა ადამიანს ხანგრძლივი დროით აწუხებს და დასვენების შემდეგაც კი ვერ გრძნობს შვებას.
ამ დროს პაციენტი უჩივის ენერგიის დაქვეითებას, აღარ არის მოტივირებული და უჭირს საქმეზე კონცენტრირება. ამ სტადიაზე დაღლილობა უარყოფითად აისახება როგორც ემოციურ, ისე ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე.
სიმპტომი დაღლილობა, ძირითადად, ჩვევას ან რუტინულ აქტივობას უკავშირდება, მაგრამ ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დაავადებისა თუ პათოლოგიის ნიშანია.
დაღლილობა შეიძლება დაკავშირებული იყოს:
- ალკოჰოლის მოხმარებასთან;
- ზედმეტ ფიზიკურ აქტივობასთან ან პირიქით, ნაკლებ მოძრაობასთან;
- უძილობასთან;
- ზოგიერთი ტიპის მედიკამენტთან;
- არაჯანსაღი კვების რაციონთან.
სისუსტის, ძლიერი დაღლილობის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
- ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
- ანემია;
- შფოთვითი დარღვევა;
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
- ქრონიკული ინფექცია ან ანთება;
- თირკმლის ქრონიკული დაავადება;
- დეპრესია;
- დიაბეტი;
- ფიბრომიალგია;
- გულის დაავადება;
- ნაწლავის ანთებითი დაავადება;
- სიმსუქნე;
- ძილის აპნოე;
- სტრესი და სხვა.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ დაღლილობა დაკავშირებულია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემასთან.
სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს თუ დაღლილობას თან ახლავს ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, არარეგულარული ან აჩქარებული გულისცემა, გულის წასვლის შეგრძნება, მუცლის, მენჯის ან ზურგის მწვავე ტკივილი.
აგრეთვე, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ კლინიკას თუ დაღლილობასთან ერთად შენიშნეთ პათოლოგიური სისხლდენა სწორი ნაწლავიდან ან პირღებინებისას, გაქვთ მწვავე თავის ტკივილი.
ექიმის კონსულტაციაა რეკომენდებული მაშინ, როცა დაღლილობის შეგრძნებით იტანჯებით 2 კვირა ან მეტია და ეს დისკომფორტი მაშინაც კი გაწუხებთ, როცა სათანადოდ დაისვენეთ, სტრესის დონე შეამცირეთ, ჯანსაღად იკვებებით და წყალსაც ადეკვატური დოზით სვამთ.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/fatigue/basics/definition/sym-20050894