ზურგის ტკივილი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია.
ეს დისკომფორტი ბევრი ადამიანისთვის კარგად ნაცნობია, მაგრამ როგორც წესი, ადეკვატური ჩარევის შემთხვევაში მდგომარეობა უმჯობესდება.
მედიკოსთა აზრით, ზურგის ტკივილის თავიდან არიდება გარკვეული მეთოდებით შესაძლებელია. ზურგის ჯანმრთელობისთვის რეკომენდებულია:
- ვარჯიში. რეგულარული აერობიკა, ფიზიკური აქტივობა, რომელიც არ ზრდის ზურგის დაჭიმულობის რისკს, კუნთს უკეთ ფუნქციობაში ეხმარება, ხოლო ზურგს სიმტკიცეს მატებს. სეირნობა და ცურვა საუკეთესო არჩევანია;
- კუნთის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ. ექიმი შეარჩევს თქვენთვის ეფექტური ვარჯიშის კურსს;
- აუცილებელია გქონდეთ ჯანსაღი, რეკომენდებული წონა. გახსოვდეთ, ჭარბი წონა დამატებითი ტვირთია ზურგისთვის. ყოველი ზედმეტი კილოგრამი ზურგის კუნთებს აწვება. სწორედ ამიტომ თუ მსუქანი ბრძანდებით და ზურგის ტკივილის თავიდან არიდება გსურთ, წონის დაკლებაზე უნდა იზრუნოთ;
- შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება;
- მოერიდეთ ისეთ მოძრაობებს, რომელიც ზურგისთვის არაკომფორტულია;
- შეეცადეთ წელში არ მოიხაროთ;
- სკამს კარგი საზურგე უნდა ჰქონდეს. გირჩევთ ისარგებლოთ ბალიშით - ბალიში ზურგსუკან მოათავსეთ და კომფორტულად მოთავსდით. ხშირად შეიცვალეთ პოზა;
- მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ თავი აარიდოთ მძიმე ნივთების აწევას.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/back-pain/symptoms-causes/syc-20369906