რატომ გვიბუჟდება ხელები?

რატომ გვიბუჟდება ხელები?

ხელების დაბუჟება გავრცელებული სიმპტომია.

ერთ ან ორივე ხელში დაბუჟებას პაციენტი აღწერს როგორც მგრძნობელობის დაკარგვას ხელსა თუ თითებში.

ხშირად, ხელების დაბუჟებას თან ახლავს ისეთი ცვლილებები როგორიცაა:

  • წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება;
  • სისუსტე მკლავის, ხელისა და თითების არეში;
  • ამასთან, დაბუჟება შეიძლება იგრძნოთ ხელში ერთი ნერვის გაყოლებაზე ან ორივე ზედა კიდურში, სიმეტრიულად.

გამომწვევი მიზეზები

ჩვეულებრივ, ხელების დაბუჟება გამოწვეულია მკლავსა და მაჯაში ნერვების ან მათი ტოტების დაზიანებით, გაღიზიანებით ან კომპრესიით.

პერიფერიული ნერვების დაზიანებით მიმდინარე დაავადებებს, როგორიცაა დიაბეტი, ხელების დაბუჟების გამოწვევა შეუძლია. თუმცა დიაბეტის შემთხვევაში სიმპტომები პირველად ფეხებში ჩნდება.

იშვიათად, მაგრამ დაბუჟებას შეიძლება იწვევდეს ტვინში ან ზურგის ტვინში პრობლემები; აღნიშნულ კლინიკურ შემთხვევებში აგრეთვე ვლინდება მკლავის ან ხელის სისუსტე, ან ფუნქციის დაკარგვა.

დამოუკიდებლად აღმოცენებული დაბუჟების შეგრძნება ხშირად არ არის დაკავშირებული სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიებთან, ინსულტთან ან სიმსივნესთან.

შესაბამისი დიაგნოსტიკური კვლევების საფუძველზე ინიშნება მკურნალობის კურსი.

ერთ ან ორივე ხელში დაბუჟება შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული დაავადებისა თუ მდგომარეობის გამო.

ტვინი და ნერვული სისტემის მდგომარეობა:

  • ცერვიკალური სპონდილოზი;
  • გილენ-ბარეს სინდრომი;
  • ნერვული სისტემის პარანეოპლასტიური სინდრომი;
  • პერიფერიული ნეიროპათია;
  • ზურგის ტვინის ტრავმა;
  • ინსულტი.

ტრავმა:

  • მხრის წნულის დაზიანება;
  • მაჯის გვირაბის დაზიანება;
  • იდაყვის გვირაბის სინდრომი;
  • მოყინვა.

გარკვეული ქრონიკული მდგომარეობა:

  • ალკოჰოლიზმი;
  • ამილოიდოზი;
  • დიაბეტი;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • რეინოს დაავადება;
  • შერგენის სინდრომი.

ინფექციური დაავადებები:

  • ლაიმის დაავადება;
  • სიფილისი.

ასევე ხელების დაბუჟებას შეიძლება იწვევდეს ჰიგრომა, ვასკულიტი, ვიტამინის B-12 დეფიციტი.

 

წყარო:    

https://www.mayoclinic.org/symptoms/numbness-in-hands/basics/definition/sym-20050842