რა არის თრომბოზი?
თრომბოზი სერიოზული მდგომარეობაა, რომლის დროსაც სისხლძარღვში ან გულში ერთი, ან მეტი თრომბი ფორმირდება.
ამ პროცესისას სისხლის შედედების გამო ირღვევა სისხლის ადეკვატურად მიმოქცევის უნარი ან თრომბი წყდება და ორგანიზმის რომელიმე ორგანოში იჭედება; მოსალოდნელია ინსულტი და ინფარქტი, შესაბამისად, თრომბის ფორმირება ყოველთვის განიხილება სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიურ პროცესად.
თრომბოზი ექსტრემალურად გავრცელებულია - სტატისტიკურად, მსოფლიოს მასშტაბით ყოველი 4 ადამიანიდან ერთის დაღუპვის მიზეზი თრომბოზით პროვოცირებული დაავადებაა.
თრომბოზი გავრცელებულია იმ პირებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ შემდეგი მდგომარეობები:
- წინაგულების ფიბრილაცია;
- კიბო;
- კორონარული არტერიის დაავადება;
- დიაბეტი;
- შედედების დარღვევით მიმდინარე დაავადებები;
- თამბაქოს მოხმარება.
თრომბოზის სიმპტომები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე თუ რა ზომისაა თრომბი, რომელ უბანში ჩამოყალიბდა, რა ტიპის გართულებები გამოიწვია; განვიხილოთ უფრო დეტალურად.
ფილტვებში:
- ბასრი ტკივილი გულმკერდში ან მიმდებარე არეში (ყბა, კისერი, მხარი, ზურგი, მკლავები);
- ტკივილი ჩასუნთქვის დროს;
- მოსვენებულ მდგომარეობაში ან ფიზიკური აქტივობის დროს უეცარი სუნთქვის გაძნელება.
ტვინში ან კისერში:
- კუნთების სისუსტე ან კუნთების კონტროლის პრობლემა;
- ბუნდოვანი მეტყველება;
- სახის ჩამოშვება ან სახის ერთ მხარეს კუნთების კონტროლის დაქვეითება;
- დაბნეულობა, აგიტაცია ან ქცევის ცვლილება.
გულში:
- გულმკერდის ტკივილი ან დისკომფორტი;
- სუნთქვის გაძნელება;
- თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა.
მუცელში:
- მუცლის მწვავე ტკივილი;
- შებერილობა, გულისრევა და ღებინება;
- დიარეა (განავალში შეიძლება იყოს სისხლიც);
- სიცხე.
კიდურებში:
- სხვა არესთან შედარებით კანი უფრო ფერმკრთალია;
- კანი შეხებისას გრილია;
- პაციენტს უჭირს დაზიანებული უბნის მოძრაობა;
- დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება;
- ბებერები, ჭრილობები, წყლულები;
- ნეკროზი;
- შეშუპება;
- კანი სხვა უბანთან შედარებით შეწითლებულია ან მუქი შეფერილობისაა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22242-thrombosis