უმოძრაობა და ჰოსპიტალიზირებული ხანდაზმული პაციენტები.
ჰოსპიტალიზირებული ხანდაზმული პირებისთვის უმოძრაობა, იმობილიზაცია სერიოზული გამოწვევაა და ეს მდგომარეობა სავსებით მოსალოდნელია რიგი გართულების მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს. სწორედ ამიტომ კლინიკებში იმობილიზაციის სათანადოდ მართვა აუცილებელია და ამ მიზნით, არაერთი ღონისძიებაა შემუშავებული. რეკომენდებულია მინიმუმამდე შემცირდეს კუნთის მასის განლევისა და ფიზიკური მდგომარეობის გამწვავების რისკი.
გართულებული კლინიკური შემთხვევების მაგალითებია:
- დეჰიდრატაცია;
- სისხლის სიბლანტის მომატება;
- რესპირატორული ინფექციები;
- შეკრულობა;
- საყრდენ მამოძრავებელი სისტემის პრობლემები;
- საშარდე სისტემის ინფექციები;
- წყლულები;
- შფოთვა და დეპრესია;
- კარდიოვასკულარული სისტემის პრობლემები.
მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ 80 წელს გადაცილებულ პაციენტებში კუნთის დაბერების რისკი მაღალი იყო, როცა ჰოსპიტალიზირება საჭიროებდა 10 დღეზე მეტ დროს. სამეცნიერო კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 70 წლის ასაკის პაციენტთა 35%-ში ფუნქციური მაჩვენებელი დაქვეითებული იყო ჰოსპიტალიზირებამდე პერიოდთან შედარებით.
წყარო:
https://www.medstrom.com/solution/complications-of-immobility-in-the-elderly-brief-overview/