მწვავე მიელოგენური ლეიკემია სისხლისა და ძვლის ტვინის სიმსივნეა.
ეს არის ძვლის შიგნით მდებარე ღრუბლისებრი ქსოვილი, სადაც სისხლის უჯრედები წარმოიქმნება. დაავადებასთან მიმართებაში სიტყვა „მწვავე“ იმიტომ გამოიყენება, რომ სიმსივნის ეს ფორმა სწრაფად პროგრესირებს. მიელოგენური ნიშნავს, რომ დაავადება გავლენას ახდენს სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტები) ჯგუფზე, მიელოიდურ უჯრედებზე.
აღსანიშნავია, რომ მწვავე მიელოგენური ლეიკემია ცნობილია შემდეგი სახელწოდებებითაც, კერძოდ, მწვავე მიელოიდური ლეიკემია, მწვავე მიელობლასტური ლეიკემია, მწვავე გრანულოციტური ლეიკემია და მწვავე არალიმფოციტური ლეიკემია.
სიმპტომები
აღსანიშნავია, რომ მწვავე მიელოგენური ლეიკემიის ადრეული სტადიის ზოგადი ნიშნები და სიმპტომები გრიპის სიმპტომებს გავს.
ასევე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სიმპტომები და ნიშნები იმაზეა დამოკიდებული თუ რომელი სისხლის უჯრედია დაზიანებული.
მწვავე მიელოგენური ლეიკემიის სიმპტომებია:
- სიცხე;
- ძვლის ტკივილი;
- დაღლილობა და მოდუნებულობა;
- სუნთქვის გაძნელება;
- ფერმკრთალი კანი;
- ხშირი ინფექციები;
- ადვილი ჩალურჯება;
- უჩვეულო სისხლდენა, მაგალითად, ხშირი სისხლდენა ცხვირიდან ან ღრძილიდან.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნიეთ ეს სიმპტომები ან ნებისმიერი ნიშანი, რომელიც უჩვეულოა, ან გაღელვებთ.
გამომწვევი მიზეზები
მწვავე მიელოგენურ ლეიკემიას იწვევს ძვლის ტვინში განვითარებადი უჯრედების დნმ-ის დაზიანება. როცა ეს ვითარდება, სისხლის უჯრედის წარმოქმნის პროცესი ირღვევა. ძვლის ტვინი წარმოქმნის მოუმწიფებელ, განუვითარებელ უჯრედებს, რომელიც ლეიკემიურ სისხლის თეთრ უჯრედებად, მიელობლასტებად ვითარდება. ეს პათოლოგიური უჯრედები სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს, გროვდება და დევნის ჯანმრთელ უჯრედებს.
უმეტეს კლინიკურ შემთხვევაში უცნობია თუ რა იწვევს დნმ-ის მუტაციას, რომელიც ლეიკემიის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:
- ასაკი (65 წელი და ზემოთ);
- სქესი (მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან);
- რადიაციის მაღალი დოზა;
- თამბაქო;
- ქიმიური ნივთიერებები;
- სისხლის სხვა დაავადებები (დარღვევები);
- გენეტიკური დარღვევა და სხვა.
წყარო: