კისრის დაზიანება

კისრის დაზიანება

რა შემთხვევაში უნდა გამოვიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება?

კისერი შეიძლება დაზიანდეს ისეთი მსუბუქი მიზეზით როგორიცაა კუნთის დაჭიმულობა ან სერიოზული ტრავმული შემთხვევით, მაგალითად, სიმაღლიდან ვარდნისას. გაითვალისწინეთ, კისრის ტრავმის დროს სავსებით შესაძლებელია დაიზიანოთ თავიც, ანუ სხეულის ეს არეც გამოსაკვლევია.

კისრის დაზიანებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • კისრის ტკივილი;
  • დაჭიმულობა;
  • ვერ ამოძრავებთ კისერს;
  • კუნთის სპაზმი;
  • თავის ტკივილი;
  • გულისრევა და საერთო სისუსტე;
  • თავბრუსხვევა;
  • ბუნდოვანი მხედველობა.

პაციენტი უნდა მოთავსდეს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში თუ მიიღო კისრის დაზიანება და აქვს შემდეგი ნიშნები:

  • ურეაქციოა, არ რეაგირებს;
  • კისრის მწვავე ტკივილი ან ვერ ამოძრავებს თავს;
  • ჩამოვარდა სიმაღლიდან.

გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება თუ მიიღეთ კისრის დაზიანება და ფიქსირდება შემდეგი ნიშნები:

  • ძლიერი კისრის ტკივილი;
  • ანამნეზში ხერხემლის პრობლემა;
  • მოშარდვისა და კუჭის მოქმედების ცვლილება;
  • სისუსტე ან დაბუჟება კიდურებში;
  • მოუქნელობა, თითქოს ხელში ძალა არ გაქვთ და ნივთები ცვივა;
  • თავს კარგად არ გრძნობთ.

მსუბუქი კისრის ტრავმის შემთხვევაში მდგომარეობა გაუმჯობესდება დამოუკიდებლად, სპეციფიკური სამედიცინო ჩარევა არ არის საჭირო.

 

წყარო:  

https://www.nhsinform.scot/illnesses-and-conditions/injuries/head-and-neck-injuries/neck-injury/