შეშუპებული სახე

შეშუპებული სახე

რა იწვევს სახის შეშუპებას?

სახე შუპდება მაშინ, როდესაც სითხე სახის ქსოვილებში გროვდება. ჩნდება არაერთი მიზეზის გამო - მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

შეშუპება შესაძლოა შეამჩნიოთ ერთ ან ორივე მხარეს. ზოგჯერ შეშუპება ვრცელდება კისრისა თუ ყელის მიდამოშიც.

იგი შეიძლება იყოს მსუბუქი და მწვავე. თუ ეს სიმპტომი გაღვიძებისას გაქვთ, მაგრამ რამდენიმე საათში ყუჩდება, საშიში არაფერია. თუმცა ექიმს უნდა მიმართოთ თუ მდგომარეობა მწვავდება, სახის შეშუპებას ვერაფერს უკავშირებთ, უეცრად გამოვლინდა და ტკივილიც ახლავს თან.

შეშუპებული სახის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ალერგიული რეაქცია;
  • რეაქცია მედიკამენტზე;
  • სახის ტრავმა;
  • ინფექცია.

სახის შეშუპებას ხშირად იწვევს შემდეგი სპეციფიკური მდგომარეობები:

  • ანგიოდემა;
  • კუშინგის სინდრომი;
  • ლუპუსი;
  • ჰიპერთირეოზი;
  • მაღალი არტერიული წნევა ორსულობისას.

სახის შეშუპებას იწვევს შემდეგი დაავადებები:

  • კისტა;
  • ლიპომა;
  • სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგიები;
  • შეშუპებული ლიმფური ჯირკვლები;
  • კბილის აბსცესი.

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/facial-swelling