დიახ, ძილის დეფიციტი ჰალუცინაციის მიზეზი ხშირად ხდება.
მდგომარეობა უფრო მეტად მწვავდება თუ ძილის ხარისხი არ უმჯობესდება ან უძილობით დიდხანს იტანჯებით. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ვერც კი აცნობიერებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძილის ჰიგიენა და რომ ღამით რეკომენდებული დროით მშვიდად ეძინოს.
ძილის დეფიციტის შემთხვევაში თუ მეორე ღამითაც კი არ მოწესრიგდება ეს საკითხი, ჰალუცინაციები მოსალოდნელია 24 საათის განმავლობაში. სტატისტიკურად, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ვლინდება ვიზუალური ჰალუცინაცია.
აი, რა ხდება ორგანიზმში, როცა არ გძინავთ:
- 24-დან 48 საათის განმავლობაში ჩნდება შფოთვა, გაღიზიანება, დიზორიენტაცია;
- 48-72 საათის შემდეგ მკვეთრი ჰალუცინაცია ჩნდება;
- 72 საათის შემდეგ ადამიანი განიცდის ვიზუალურ, სომატურ და ხმოვან ჰალუცინაციებს. ამ ეტაპზე მოსალოდნელია ფსიქოზის სიმპტომებიც.
თუ ანამნეზში არ ფიქსირდება რომელიმე ტიპის ფსიქიკური დარღვევა, ძილის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად სიმპტომები ქრება. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ერთი ან რამდენიმე ღამის შემდეგ, როდესაც დაძინებას შეძლებთ, უძილობით გამოწვეული ნიშნები გაქრება.
თუ კვირაში რამდენიმე ღამეა კომფორტულად დაძინებას ვერ ახერხებთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს - თანამედროვე მედიცინას ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი ეფექტური მეთოდი აქვს შემუშავებული.
წყარო:
https://www.verywellhealth.com/can-sleep-deprivation-cause-hallucinations-3014669
