რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?
მედიკოსები გამოჰყოფენ რამდენიმე ტიპს:
- სიცხის მიმართ მგრძნობელობა;
- სიცივის მიმართ სენსიტიურობა;
- მომატებული მგრძნობელობა როგორც სიცხის, ისე სიცივის მიმართ.
ტემპერატურის მგრძნობელობა მოიცავს გარკვეულ ფიზიოლოგიურ მექანიზმებს:
- ვასკულარულ რეაქციას;
- ნევროლოგიურ გავლენას;
- ასაკობრივ ცვლილებებს.
თუ ცხელი ამინდის მიმართ გაქვთ აუტანლობა რეკომენდებულია:
- გადადით გრილ ადგილზე, ჩრდილში;
- გაიხადეთ ზედმეტი ტანსაცმელი;
- დაწექით;
- კანზე მიისხით წყალი;
- დალიეთ ცივი სითხე;
- სითბური დარტყმის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება.
თუ ცივი ამინდის მიმართ გაგიჩნდათ მგრძნობელობა, გირჩევთ:
- თავბრუსხვევის შემთხვევაში დაჯდომა ან დაწოლაა კარგი;
- წყალი დალიეთ;
- ისეთ ადგილას წადით, სადაც ნეიტრალური ტემპერატურაა.
პრევენციისთვის მოწოდებულია:
- ვარჯიშამდე, ფიზიკური აქტივობისას და მისი დასრულების შემდეგაც კი ადეკვატური დოზით მიიღეთ წყალი;
- ძლიერი სიცხის დროს დაუშვებელია მაღალი ინტენსივობის ვარჯიში;
- ცივ ამინდში უნდა აკონტროლოთ სუნთქვა და თბილად ჩაიცვათ;
- დიდხანს სიცივეში ნუ გაჩერდებით.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ გამოგივლინდათ ჰაერის ტემპერატურის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მწვავე ნიშნები:
- თავბრუსხვევა გრძელდება 15 წუთზე მეტია;
- ძლიერი თავის ტკივილი;
- დაბნეულობა, გონების დაკარგვა;
- სხეულის მაღალი სიცხე;
- შეიცვალა მენტალური სტატუსი.
რისკ-ჯგუფებია:
- ბავშვები და მოზარდები;
- ხანდაზმულები;
- სიმსუქნე, ჭარბი წონა;
- ქრონიკული დაავადების მქონე პირები;
- იღებთ გარკვეული ტიპის მედიკამენტებს;
- ანამნეზში გაფანტული სკლეროზი ან სხვა ნევროლოგიური დაავადება;
- გაწუხებთ კარდიოვასკულარული პრობლემები.
წყარო:
https://www.droracle.ai/articles/261419/what-is-temperature-sensitivity
