იოდის დეფიციტი

იოდის დეფიციტი

რა სიმპტომებით ვლინდება იოდის დეფიციტი?

იოდის დეფიციტი ნიშნავს იმას, რომ თქვენი ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით იოდს არ იღებს.

მკურნალობის მეთოდებია იოდის შემცველი და ზოგჯერ ფარისებრი ჰორმონის დანამატები. პრევენციისთვის მოწოდებულია რაციონში ჩართოთ იოდის შემცველი მარილი და საკვები.

იოდი მნიშვნელოვანი მინერალია და აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისთვის. გაითვალისწინეთ, ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს იოდს, შესაბამისად, ეს მინერალი საკვებიდან უნდა მიაწოდოთ.

იოდის დეფიციტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ფარისებრი ჯირკვლის გადიდება;
  • მოხრჩობის შეგრძნება;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • უნაყოფობა;
  • დაბნეულობა;
  • მშრალი კანი;
  • თმის გათხელება;
  • ხრინწიანი ხმა;
  • შეშუპებული სახე.

იოდის დეფიციტი იშვიათია შეერთებულ შტატებში, თუმცა გავრცელებული დიაგნოზია განვითარებად ქვეყნებში. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ბევრ ადამიანს აქვს იოდის დეფიციტი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში იოდიზირებული მარილი აქტიურად არ გამოიყენება, შესაბამისად, მოსახლეობაში დეფიციტი მოსალოდნელია.

 

 

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23417-iodine-deficiency