სექსუალური დისფუნქცია

სექსუალური დისფუნქცია

რა არის სექსუალური დისფუნქცია?

სექსუალური დისფუნქცია წარმოადგენს ნებისმიერი ტიპის პრობლემას, რომლის გამოც პიროვნებას ან წყვილს უჭირს სიამოვნება მიიღოს ინტიმური კავშირისგან.

სტატისტიკურად, ქალების 43%-სა და მამაკაცების 31%-ს სექსუალური დისფუნქციის სხვადასხვა ხარისხის პრობლემა აქვს.

ექიმები სექსუალურ დისფუნქციას 4 ძირითად კატეგორიად ჰყოფენ:

  • დაქვეითებულია სქესობრივი აქტის მიმართ ინტერესი და სურვილი;
  • ვერ ახერხებთ აღეგრძნოთ და არც სექსუალური აქტივობისას ხართ აღფრთოვანებული;
  • ვერ აღწევთ ორგაზმს;
  • ტკივილი ინტიმური კავშირის დროს.

სექსუალური დისფუნქცია შესაძლოა გამოუვლინდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუმცა გაცილებით ხშირია 40 წელს გადაცილებულებში.

სექსუალური დისფუნქციის ფიზიკური გამომწვევი მიზეზებია:

  • თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა;
  • დიაბეტი;
  • გულისა და ვასკულარული დაავადებები;
  • გაფანტული სკლეროზი ან ნერვის დაზიანება;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • კიბო;
  • მენოპაუზა;
  • ორსულობა და ძუძუთი კვება;
  • ალკოჰოლის მოხმარება;
  • ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი.

სექსუალური დისფუნქციის ფსიქოლოგიური მიზეზებია:

  • სტრესი ან შფოთვა;
  • პირადი პრობლემები;
  • არ მოგწონთ თქვენი გარეგნობა;
  • გადაიტანეთ სექსუალური ძალადობა ან გქონდათ ტრავმა ინტიმური კავშირის დროს;
  • დანაშაულის შეგრძნება ან დეპრესია;
  • გეშინიათ, რომ სქესობრივი აქტისას ვერ გამოავლენთ ისეთ ქცევას, რომელიც პარტნიორს მოეწონება.

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/9121-sexual-dysfunction