რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი თქვენით მანიპულირებს

რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ მამაკაცი თქვენით მანიპულირებს

როგორ ამოვიცნოთ მანიპულატორი?

შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი მამაკაცი ერთ დღეს ზედმეტად ყურადღებიანი და მგრძნობიარეა, მაგრამ უეცრად ისეთი ცივი და უყურადღებო ხდება შეგრძნება გიჩნდებათ რამე ხომ არ დავაშავეო? სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი, რომელსაც მანიპულატორი მამაკაცი ყოველთვის ეფექტურად იყენებს.

გახსოვდეთ, მამაკაცი მანიპულირებას არ იწყებს ღიად ან ხმამაღლა და სინამდვილეში მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯით მოქმედებს - მთავარია გრძნობების მახეში არ აღმოჩნდეთ და დროულად მიახვედროთ, რომ თქვენთან ეს ტექნიკა არ მოქმედებს.

მანიპულაციის ძირითადი მიზანია თქვენი ემოციების გაკონტროლება, ყურადღების მიპყრობა და ზეგავლენის დემონსტრირება.

მანიპულატორი მამაკაცისთვის დამახასიათებელია:

  • საკუთარ ქცევაზე პასუხს არასდროს აგებს, პასუხისმგებლობას გაურბის და ყველაფერში დამნაშავე თქვენ გამოდიხართ;
  • არასდროს უყურებს სიტუაციას თქვენი პერსპექტივიდან და რეალურად დიდად არც აღელვებს;
  • მათი ქცევა და სიტყვები ერთმანეთს არ ემთხვევა;
  • უყვართ უეცარი სიჩუმე, მაგალითად, თითქოს გსჯიან თუ არ დაგირეკავენ, კონტაქტზე რამდენიმე დღე არ გამოვლენ ან დაგაიგნორებენ;
  • ყოველთვის სხვებს გადარებენ;
  • მაქსიმალურად ცდილობენ საყვარელ ადამიანებს (ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები) ჩამოგაშორონ, რადგან მთელი ყურადღება მასზე უნდა გქონდეთ გადატანილი და ემოციურადაც დამოკიდებული უნდა გახდეთ;
  • ყველაფრის გაკონტროლება ახასიათებთ.

წყარო:

https://endlessmindpower.org/how-to-spot-manipulative-behavior-in-men/