რა არის კაროტიდული არტერიის დისექცია?
კაროტიდული არტერიის დისექცია ყალიბდება მაშინ, როდესაც კისრის არეში მდებარე კაროტიდული არტერიის შრე იყოფა ან წყდება.
დისექცია შესაძლოა იყოს სპონტანური ან ჩამოყალიბდეს კისრის ტრავმის ფონზე. ამ დიაგნოზის გამო მოსალოდნელია ისეთი სერიოზული გართულება როგორიცაა ინსულტი ან ტვინში სისხლდენა.
კაროტიდული არტერია სისხლძარღვია, რომელიც ტვინს, სახესა და კისერს სისხლითა და ჟანგბადით ამარაგებს. კაროტიდული არტერია სისხლის მიმოქცევის სისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
კაროტიდული არტერიის დისექციისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი თვალში;
- სახის, თავის ან კისრის ტკივილი;
- ოფლიანობის შემცირება;
- ერთი გუგა შედარებით პატარაა;
- ჩამოვარდნილი ქუთუთო;
- პათოლოგიური რეფლექსი;
- მეტყველების გაძნელება;
- ბალანსის დაკარგვა;
- მეხსიერების დაქვეითება;
- ინსულტის მსგავსი ნიშნები.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში კაროტიდული არტერიის დისექციის გამომწვევი მიზეზი უცნობი რჩება. თუმცა ძლიერი ან მსუბუქი ტრავმა კისრის არეში ნამდვილად წარმოადგენს არტერიის კედლის დაზიანების მაპროვოცირებელ ფაქტორს.
ამ მდგომარეობის მიზეზებია:
- ავტოავარია;
- კისრის გაჭიმვა და ბრუნვა;
- სპორტთან დაკავშირებული შემთხვევები;
- ძლიერი ხველა ან ცხვირის უხეშად მოხოცვა.
რისკ-ფაქტორებია:
- ასაკი (დიაგნოზი გაცილებით ხშირია 40-დან 60 წლამდე ასაკის პირებში);
- შემაერთებელი ქსოვილის დაავადება;
- დისექციით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
- მაღალი არტერიული წნევა;
- ჰიპერჰომოცისტეინემია;
- ტრავმა კისრის არეში;
- შაკიკისმიერი თავის ტკივილი;
- თამბაქო.
კაროტიდული დისექციის გამო მოსალოდნელია შემდეგი ტიპის გართულებები:
- ტვინი ვეღარ იღებს საკმარისი რაოდენობით სისხლს;
- სისხლდენა სივრცეში, რომელიც ტვინს გარს აკრავს;
- ფსევდოანევრიზმა;
- ინსულტი;
- გარდამავალი იშემიური შეტევა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22697-carotid-artery-dissection
