ოფთალმოპლეგიის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები.
ოფთალმოპლეგია თვალის კუნთის სისუსტე ან დამბლაა.
დიაგნოსტირება შესაძლებელია ფიზიკური გასინჯვითა და თვალის მოძრაობის შემოწმებით. თვალის უფრო ეფექტური დათვალიერებისთვის ინიშნება კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. იმისთვის რომ დადგინდეს ხომ არ არის ოფთალმოპლეგია სხვა დაავადებით გამოწვეული, ჩატარდება სისხლის ლაბორატორიული ანალიზი.
მკურნალობისთვის შეიძლება გადამისამართდეთ ან ოფთალმოლოგთან, ან ნევროლოგთან.
მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ოფთალმოპლეგიის ტიპზე, სიმპტომსა და გამომწვევ დაავადებაზე.
მხედველობის გაუმჯობესებისა და ბუნდოვანი მხედველობის განკურნების მიზნით, შესაძლოა დაგენიშნოთ სპეციალური სათვალე. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შაკიკის მართვაა საჭირო და ოფთალმოპლეგიაც მსუბუქდება.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:
- ბუნდოვანი მხედველობა;
- თითქოს რაღაც ტივტივებს, ლაქებს ხედავთ;
- უეცარი თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა.
წყარო:
https://www.healthline.com/health/ophthalmoplegia
