D ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები

D ვიტამინის დეფიციტის სიმპტომები

D ვიტამინი, მზის სხივების ვიტამინი, სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმის ცვლაში, დადებითად აისახება იმუნიტეტსა და გუნება-განწყობილებაზე, მნიშვნელოვანია ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის - გვიცავს რაქიტისგან და ოსტეოპოროზისგან. ეს ვიტამინი აფერხებს ანთებით რეაქციებს, ამცირებს ინფექციის რისკს.

D ვიტამინის დეფიციტის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • დაღლილობა;
  • კუნთის სისუსტე;
  • ძვლისა და სახსრების ტკივილი;
  • ხშირი მოტეხილობა;
  • დეპრესია;
  • ჭრილობის ნელი შეხორცება.

ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტი ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • გაღიზიანება;
  • მოდუნებულობა, უხალისობა, უმოქმედობა;
  • ძვლის ტკივილი ან მოტეხილობა;
  • კბილების დეფორმაცია, განვითარების ნაკლი;
  • ზრდა-განვითარების შეფერხება.

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/vitamin-d-deficiency-symptoms