კაპილარული დაავადება

კაპილარული დაავადება

რა არის კორონარული კაპილარული დაავადება?

კორონარული კაპილარული დაავადება აზიანებს გულის პაწაწინა სისხლძარღვებს და გულმკერდის არეში ტკივილს იწვევს. ამ პატარა სისხლძარღვების შიდა კედლის დაზიანების შემთხვევაში პაციენტი გრძნობს სპაზმს და ამავდროულად სისხლის მიმოქცევის ნორმალური პროცესი ფერხდება.

სტატისტიკურად, კორონარული კაპილარული დაავადება მამაკაცებთან შედარებით ქალებს უფრო ხშირად აქვთ.

რისკ-ფაქტორებია:

  • ქოლესტეროლის არაჯანსაღი რაოდენობა;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • თამბაქო;
  • დიაბეტი;
  • ჭარბი წონა და სიმსუქნე;
  • არააქტიური ცხოვრების წესი;
  • არაჯანსაღი რაციონი;
  • ასაკი.

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • სუნთქვის უკმარისობა;
  • ძილის პრობლემები;
  • დაღლილობა;
  • უენერგიობა;
  • ტკივილი გულმკერდის არეში.

კორონარული კაპილარული დაავადების მკურნალობის კურსის ძირითადი მიზანი ტკივილის შემსუბუქებაა. მკურნალობის მიზანი შესაძლოა იყოს რისკ-ფაქტორებისა და სხვა სიმპტომების გაკონტროლება.

 

წყარო:

https://www.heart.org/en/health-topics/heart-attack/angina-chest-pain/coronary-microvascular-disease-mvd