რა არის ეკლამფსია?
ეკლამფსია კრუნჩხვა, შეტევაა ორსულებში პრეეკლამფსიის დროს.
პრეეკლამფსია არის ორსულობის გართულება, რომელიც ხასიათდება მაღალი არტერიული წნევითა და შარდში ცილით. ეკლამფსია კი მდგომარეობაა, როდესაც პრეეკლამფსიის მქონე ორსულს შეტევა ემართება. ეკლამფსია პრეეკლამფსიის იშვიათი, მაგრამ სერიოზული გართულებაა. შეტევა განიხილება როგორც კანკალის, დაბნეულობის და დიზორიენტაციის ეპიზოდი, რომელსაც ტვინის პათოლოგიური აქტივობა იწვევს.
როგორც წესი, ეკლამფსია ყალიბდება ორსულობის მეოცე კვირის შემდეგ.
ეკლამფსიის რისკ-ფაქტორებია:
- ტყუპზე ორსულობა;
- ავტოიმუნური დაავადება;
- ორსული არაჯანსაღად იკვებება ან მსუქანია;
- დიაბეტი, ჰიპერტენზია ან თირკმლის დაავადება;
- ორსული 17 წლამდე ასაკისაა ან 35 წელს გადაცილებული;
- თქვენთვის პირველი ორსულობაა;
- პრეეკლამფსიით ან ეკლამფსიით ავადობის ოჯახური ანამნეზი.
ეკლამფსიის შეტევის ეპიზოდამდე ვლინდება გარკვეული გამაფრთხილებელი ნიშნები, კერძოდ:
- ძლიერი თავის ტკივილი;
- სუნთქვის გაძნელება;
- გულისრევა ან ღებინება;
- მოშარდვის პრობლემა ან ორსულს არ აქვს ხშირად მოშარდვის სურვილი;
- მუცლის ტკივილი;
- ბუნდოვანი მხედველობა;
- კიდურების ან სახის შეშუპება.
ეკლამფსიის გავრცელებული სიმპტომებია:
- შეტევა;
- ძლიერი დისტრესი ან დაბნეულობა;
- გონების დაკარგვა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24333-eclampsia
