ჩიყვი

ჩიყვი

რა არის ჩიყვი?

ჩიყვი ჩნდება მაშინ, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი დიდდება. ჩიყვისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა მამაკაცებთან შედარებით ქალებში ჩამოყალიბების რისკი 4-ჯერ მაღალია. ჩიყვი მოსალოდნელია ასაკის მატებასთან ერთად - სტატისტიკურად, ხშირად ავადობენ 40 წელს გადაცილებულები.

რისკ-ფაქტორებია:

  • სიმსუქნე;
  • ინსულინრეზისტენტობა;
  • მეტაბოლური სინდრომი;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
  • სამკურნალო მიზნით დანიშნულმა სხივურმა თერაპიამ მოიცვა თავი და კისერი.

ჩიყვი გავრცელებული დიაგნოზია. სტატისტიკის თანახმად, აშშ-ში მცხოვრებთა დაახლოებით 5%-ს აქვს. მსოფლიოს მასშტაბით ჩიყვის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზი იოდის დეფიციტია.

ჩიყვის ძირითადი სიმპტომებია:

  • ყელში კოპისმაგვარი ამობურცულობა;
  • ხორხის არეში დაჭიმულობა;
  • ხრინწიანი ხმა;
  • საუღლე ვენის გაფართოება;
  • თავბრუსხვევა.

ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია:

  • სუნთქვის გაძნელება;
  • ხველება;
  • ყლაპვის გაძნელება.

ჩიყვის გამომწვევი მიზეზებია:

  • იოდის დეფიციტი;
  • გრეივსის დაავადება;
  • ჰაშიმოტოს დაავადება;
  • ფარისებრი ჯირკვლის კიბო;
  • ორსულობა;
  • თიროიდიტი.

სპორადული ჩიყვის გამომწვევი მიზეზი კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში უცნობი რჩება.

 

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/12625-goiter