ტერფის ქავილი

ტერფის ქავილი

რა იწვევს ტერფის ქავილს?

ტერფის, ფეხის გულის ქავილი გავრცელებული ჩივილია და მას არაერთი მდგომარეობა/გარემოება იწვევს.

თუ იშვიათად გივლინდებათ და დამოუკიდებლად იკურნება, სანერვიულო არაფერია. თუმცა ექიმს უნდა მიმართოთ მაშინ, როდესაც ტერფის ქავილს ქრონიკული სახე აქვს, თან ერთვის სხვა ჩივილიც, სახლში გატარებული მკურნალობის კურსი ეფექტური არ აღმოჩნდა და მდგომარეობა არ უმჯობესდება.

ქავილის დროს პირველი რეკომენდაციაა ძლიერად არ მოიფხანოთ (და თუ შესაძლებელია საერთოდ არ მოიქავოთ) დაზიანებული არე, რადგან გაჩხაპვნის ფონზე ინფექციის რისკი მაღალია.

ტერფის ქავილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • პერიფერიული ნეიროპათია;
  • კანის სიმშრალე;
  • ფსორიაზი;
  • ეგზემა;
  • ათლეტის ტერფი;
  • ალერგიული რეაქცია;
  • პარაზიტული ინფექცია;
  • ფუფხი;
  • დიაბეტი;
  • დამწვრობა.

 

 

წყარო:  

https://www.medicalnewstoday.com/articles/324473