რა არის ტრიმეთილამინურია?
ტრიმეთილამინურია მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანი გაფუჭებული თევზის სუნს გრძნობს. იგი მეტაბოლური დარღვევაა. ამ დიაგნოზის განკურნების მეთოდი უცნობია, თუმცა პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება მოსალოდნელია კვების რაციონის ცვლილების, სტრესის მართვის ტექნიკისა და მედიკამენტური თერაპიის ფონზე.
ექიმები გამოჰყოფენ ორ ძირითად ფორმას:
- პირველადი ტრიმეთილამინურია - მიზეზია გენეტიკური მუტაცია, რომელსაც პაციენტი ბიოლოგიური მშობლებისგან მემკვიდრეობით იღებს;
- მეორეული ტრიმეთილამინურია - თევზის სუნის სინდრომის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს გარკვეული დაავადებები და კვებითი დანამატები.
ტრიმეთილამინურია ჩნდება მაშინ, როდესაც რამე ტიპის ზემოქმედების შედეგად ენზიმი სახელწოდებით FMO3 ზიანდება.
ტრიმეთილამინურია მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს - თევზის სუნის სინდრომის გამო ადამიანს უჭირს სოციალური ურთიერთობა, პირადი ცხოვრების აწყობა, სამსახურში მუშაობა.
ამ დიაგნოზის გამო მნიშვნელოვნად იზრდება ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემების რისკი როგორიცაა:
- შფოთვა;
- დეპრესია;
- პარანოია.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22356-trimethylaminuria-fish-odor-syndrome
