იმპოტენციის პრევენციის მეთოდები

იმპოტენციის პრევენციის მეთოდები

რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ერექციული დისფუნქციის რისკს შეამცირებს.

ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც მამაკაცების 20%-ს ერექციასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. იგი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც წყვილი კამათობს, თუმცა მამაკაცების უმეტესობას პრობლემაზე რეაგირება არ სურს, უხერხულობის გამო უარს ამბობს ექიმის კონსულტაციაზე.

გავრცელებული მიზეზებია შემდეგი გარემოებები: თამბაქო, დიაბეტი, გულის დაავადება, ანაბოლური სტეროიდების ჭარბი მოხმარება, ტესტოსტერონის დაბალი დონე, სტრესი, მაღალი არტერიული წნევა.

სექსუალური დისფუნქცია ყალიბდება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური პრობლემების ფონზე. მამაკაცებს ინტიმურ პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი უჭირთ და სწორედ ეს ამწვავებს მდგომარეობას - აუცილებელია საუბარი პარტნიორთან, მეგობართან, პროფესიონალ ექიმთან.

პრევენციისთვის რეკომენდებულია:

  • ჯანსაღი საკვები;
  • ნორმალური წონის შენარჩუნება;
  • ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში;
  • მოერიდეთ ზედმეტ ალკოჰოლს;
  • უარი თამბაქოზე;
  • მშვიდი ძილი;
  • მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, შფოთვას;
  • აკონტროლეთ არტერიული წნევა და ქოლესტეროლის დონე.

 

 

 

 

წყარო: 

https://www.circlehealthgroup.co.uk/health-matters/mens-health/10-tips-to-prevent-male-impotence