რა არის კარდიომეტაბოლური დაავადება?
კარდიომეტაბოლური დაავადება მოიცავს შემდეგ პათოლოგიებს: ინფარქტი (გულის შეტევა), ინსულტი, დიაბეტი, თირკმლის დაავადება, ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება.
კარდიომეტაბოლური დაავადების ხელშემწყობი რისკ-ფაქტორებია:
- მაღალი არტერიული წნევა;
- სისხლში შაქრის მაღალი დონე;
- ტრიგლიცერიდების ჭარბი დოზა;
- წელის გარშემო სხეულის ზედმეტი ცხიმი;
- სისხლში კარგი ქოლესტეროლის დეფიციტი;
- თამბაქო;
- სიმსუქნე;
- გენეტიკური წინასწარგანწყობა;
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
- სტრესის მაღალი დონე;
- არაჯანსაღი რაციონი.
საყურადღებო სიმპტომებია:
- ანთებითი პროცესი;
- ინსულინრეზისტენტობა;
- გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა;
- გულმკერდის ტკივილი;
- შარდის გამოყოფასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება;
- მაღალი არტერიული წნევა.
წყარო:
