რას ნიშნავს მორბიდული სიმსუქნე?
მწვავე, ძლიერი სიმსუქნე მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს! ზედმეტი კილოს დროს ადამიანს უჭირს ყოველდღიური აქტივობების შესრულება, მაგალითად, სიარული, სუნთქვა, ძილი. სიმსუქნე მნიშვნელოვნად ზრდის ისეთი სერიოზული პათოლოგიების რისკს როგორიცაა ინსულტი, გულის დაავადება, დიაბეტი ტიპი 2.
დღეს ბევრ კლინიკაში მორბიდული სიმსუქნის ნაცვლად იყენებენ ტერმინებს მწვავე სიმსუქნე ან მესამე კლასის/დონის სიმსუქნე. რა სინონიმებიც არ უნდა გამოვიყენოთ რეალობა არ იცვლება - ჭარბი წონა მავნებელია როგორც მენტალური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, უარყოფით კვალს ტოვებს თვითშეფასებაზე, დეპრესიისა თუ შფოთვის მიზეზია.
„მორბიდული სიმსუქნე“ თავდაპირველად გამოიყენეს 1963 წელს - სტატისტიკას თუ გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში ჭარბი წონით დაავადებულთა რაოდენობა საგანგაშოდ მაღალია.
მორბიდული ნიშნავს იმას, რომ სიმსუქნემ შეიძინა დაავადების, ავადმყოფობის კატეგორია.
სიმსუქნის გართულებებია:
- მეტაბოლური სინდრომი;
- ცუდი ქოლესტერინის მაღალი დონე;
- ჭარბი ტრიგლიცერიდები;
- ინსულტი;
- გულის დაავადება;
- ოსტეოართრიტი;
- ძილის აპნოე;
- დეპრესია;
- შფოთვა;
- ზოგიერთი ტიპის კიბო;
- ნაღვლის ბუშტის დაავადება;
- სხეულის ტკივილი.
მედიკოსები სიმსუქნის ჩამოყალიბებას (ჭარბი წონის ნებისმიერი დონე) უკავშირებენ შემდეგ გარემოებებს:
- რაციონი და ფიზიკური აქტივობის დონე;
- მოსახლეობის პირადი ეკონომიკური დონე, სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ფინანსური საშუალება ყოველთვის ჯანსაღად იკვებოს;
- ფინანსური პრობლემა სახელდება იმის მიზეზადაც, რომ ვერ ყიდულობენ სპორტდარბაზის აბონიმენტს ან ვერ ესწრებიან ცეკვის, აერობიკის გაკვეთილებს;
- გენეტიკური წინასწარგანწყობა;
- ანამნეზში ისეთი დაავადება, რომელიც სიმსუქნის მაპროვოცირებელია;
- სტრესული გარემო;
- უძილობა.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/320460
