იცით სისხლის რომელ ჯგუფზეა საუბარი?
სისხლის უნივერსალური დონორი O ნეგატივია.კლინიკებში ემერჯენსი შემთხვევების დროს, როდესაც პაციენტის სისხლის ჯგუფი უცნობია, ექიმები გადასხმისას ამ ტიპის სისხლს იყენებენ.
სისხლის ჯგუფი O უარყოფითი გადაარჩენს უამრავი პაციენტის სიცოცხლეს, მაგალითად, კიბოს დიაგნოზის მქონეს, პირს, რომელიც ავარიაში მოჰყვა, პატარა ადამიანს კრიტიკული ქირურგიული ჩარევის დროს და სხვა.
ამ ტიპის სისხლის ჯგუფი მსოფლიო მოსახლეობის 7%-ს აქვს.
O უარყოფითს არ აქვს ანტიგენი, შესაბამისად, სხვა ტიპის სისხლის მქონე პაციენტის ორგანიზმში შეყვანისას არ გამოიწვევს იმუნურ რეაქციას.
ცნობისათვის, O უარყოფითი ჯგუფის მქონე პირს გადასხმის შემთხვევაში ზუსტად ამ ტიპის სისხლი სჭირდება.
წყარო:
https://www.redcrossblood.org/local-homepage/news/article/what-is-a-universal-blood-type-0.html
