როგორ ავირიდოთ თავიდან ვაგინალური გამონაყარი?

როგორ ავირიდოთ თავიდან ვაგინალური გამონაყარი?

ვაგინაზე მუწუკი გავრცელებული სიმპტომია, უცნაური არაფერია.

ბევრი ადამიანის აზრით, აკნე სახისა და ზურგის პრობლემაა, შესაბამისად, ვაგინის მიდამოში ნაკლებად ელის - სწორედ ამ დამოკიდებულების გამო მოსალოდნელია გქონდეთ უსიამოვნო შეგრძნება და პანიკა მუწუკის დანახვისას.

როგორც წესი, გამომწვევი მიზეზია პარსვით მიმდინარე გაღიზიანება, ფორების დახშობა ან თმის ჩაბრუნება - მსგავს კლინიკურ შემთხვევებში მუწუკი გაქრება ერთი კვირის განმავლობაში; წაისვით მხოლოდ მალამო და დაიცავით ადგილობრივი ჰიგიენა (დაუშვებელია მუწუკის გამორწყვა).

გენიტალური მუწუკის პრევენციისთვის რეკომენდებულია:

  • არ ჩაიცვათ კანზე ზედმეტად მოჭერილი საცვალი;
  • საცვალი უნდა იყოს ბამბის ან ისეთი ქსოვილის, რომელიც კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს;
  • გენიტალური არე დაიბანეთ ყოველდღე და გამოიყენეთ მსუბუქი საპონი;
  • უნდა დაკავდეთ უსაფრთხო სექსით;
  • ოფლიანი ტანსაცმელი უნდა გაიხადოთ;
  • თუ ვაგინის არე გაღიზიანებულია მოერიდეთ გაპარსვას;
  • მენსტრუაციის დროს ტამპონი ან საფენი რეგულარულად შეიცვალეთ.

აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს შემდეგი სიმპტომების დროს:

  • გენიტალური მუწუკი ჩნდება რეგულარულად;
  • მუწუკი მტკივნეულია ან დიდი ზომის;
  • ეჭვობთ, რომ ვაგინის არეში მუწუკი აკნესმიერი არაა და სხვა ტიპის სიმპტომი გაქვთ.

 

 

 

წყარო:   

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22019-pimple-on-vagina