ზედმეტ კილოგრამებს ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის გარეშე ვერ დაიკლებთ.
თუ წონის დაკლებას გეგმავთ და გარკვეული მიზეზების გამო ვარჯიშს ვერ ახერხებთ, არ ინერვიულოთ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - ზედმეტ წონასთან გამკლავებაში სეირნობა დაგეხმარებათ. დიახ, როგორც კი სიარულს რეგულარულად დაიწყებთ, ვიზუალურ ცვლილებას სარკეში აუცილებლად შენიშნავთ!
ყოველდღიური სეირნობა დადებითად აისახება მეტაბოლიზმზე, გეხმარებათ კალორიების წვასა და კუნთის გამკვრივებაში.
აღსანიშნავია, რომ სეირნობა რეკომენდებულია არა მხოლოდ წონის დასაკლებად, არამედ ჯანმრთელობისთვის.
ყოველდღე მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში სეირნობა რეკომენდებულია:
- კარგი გუნება-განწყობილებისთვის;
- კალორიების დაწვისთვის;
- ქრონიკული დაავადებების რისკის შესამცირებლად;
- ვარიკოზული ვენებისგან თავის დასაცავად;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად;
- სახსრის ტკივილის შესამსუბუქებლად;
- ძლიერი იმუნიტეტისთვის;
- მშვიდი ძილისთვის, უძილობის სამკურნალოდ;
- სტრესის დონის შესამცირებლად.
წყარო:
https://www.prevention.com/fitness/a20485587/benefits-from-walking-every-day/