ბალნეოლოგიურ კურორტსა და სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ბალნეოლოგიურ კურორტსა და სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რის საფუძველზეც კომპანიები მომხმარებელს ერთობლივ გამაჯანსაღებელ პაკეტებს შესთავაზებენ. ბალნეოლოგიური კურორტი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით და აერთიანებს როგორც სამკურნალო თერაპიებს, ასევე ესთეტიკურ პროცედურებსაც. აქ მოსული თითოეული პაციენტი, პირველ ეტაპზე დიაგნოსტიკურ კვლევაზე ხვდება. შემდეგ კეთდება ანალიზები, რომელიც კლინიკაში არსებულ თანამედროვე სტანდარტების მქონე ლაბორატორიაში მოწმდება. სწორედ ამ პროცედურების შემდეგ ინიშნება პაციენტზე მორგებული სრული კურსი და ის მოიცავს როგორც მასაჟებსა და აბაზანებს, ასევე სპა პროცედურებს.
კლინიკაში განთავსებულია მასაჟის სკოლა ‘’ავანი’’. სკოლის საუკეთესო კურსდამთავრებულები იქვე, ბალნეოლოგიურ კლინიკაში საქმდებიან, რის შემდეგაც ‘’მეიდან ჯგუფი’’ მათ უცხოეთში გადამზადებას უზრუნველყოფს.
სალომე ყვავილაშვილი - ბალნეოლოგიური სპა კურორტის კომერციული მენეჯერი -‘’ჩვეთან ყველა მასაჟისტს აქვს სამედიცინო განათლება და მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. გასულ წელს თბილისში მასაჟის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც პირველი ადგილი ბალნეოლოგიური კლინიკის მასაჟისტმა აიღო. წელს იგივე ჩემპიონატი იტალიაში გაიმართა და პირველი და მესამე ადგილები ასევე ბალნეოლოგიური კლინიკის მასაჟისტებმა აიღეს.’’
კლინიკაში მისულ პაციენტს შეუძლია სხვადასხვა სახის მასაჟით სარგებლობა:
- სამკურნალო მასაჟი;
- წერტილოვანი მასაჟი;
- სამკურნალო აღმოსავლური მასაჟი;
- ტაი მასაჟი;
- ოთხ ხელში მასაჟი;
- ტალახის მასაჟი შეფუთვით;
- ანტიცელულიტური მასაჟი;
- სარელაქსაციო მასაჟი;
- ლიმფოდრენაჟი;
- მანუალური თერაპია;
კლინიკის ტერიტორიაზე დიდი ადგილი უკავია სპა ცენტრს, სადაც განთავსებულია დახურული აუზი. აქ ტარდება აქვა აერობიკა, რომელიც დაგეხმარებათ როგორც წონის კორექციაში, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის ტრენირებასა და იმუნიტეტის ამაღლებაში. სპა ცენტში მომხმარებელს შეუძლია ორთქლისა და მშრალი საუნებით სარგებლობაც. სპა ცენტრი მოიცავს სარელაქსაციო ოთახსაც, სადაც მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანაც არის განთავსებული.
ესთეტიკური მიმართულებით ბალნეოლოგიური კურორტი მომხმარებელს უახლეს ლაზერულ აპარატს, Soprano Ice Platinum 2018 სთავაზობს. ის აღჭურვილია სამი მიმართულების მქონე ლაზერული სხივით - ალექსანდრიტი, დიოდი და ნეოდიუმი. ერთი იმპულსით მომხმარებელი, სამი აპარატის შედეგს იღებს. ამ შემთხვევაში პროცედურა ეფექტურია ყველა ტიპის თმისთვის. მისი მოხმარება შესაძლებელია გარუჯულ კანზეც და თმა კვდება არა ზედაპირულ დონეზე, არამედ სიღრმისეულად.
ბალნეოლოგიურ კლინიკაში განთავსებულია ერგოლაინის ფირმის უახლესი სოლარიუმის აპარატიც, რომელის გამართულად მუშაობაზე კლინიკის ადმინისტრაცია სრულ პასუხიმგებლობას იღებს.
სალომე ყვავილაშვილი - ბალნეოლოგიური სპა კურორტის კომერციული მენეჯერი - ჩვენ ერთადერთი კლინიკა ვართ ქართულ ბაზარზე, რომლის სოლარიუმსაც აისო სტანდარტი მიენიჭა. როდესაც ჩვენ, კომპანია ერგოლაინს, სოლარი შევუკვეთეთ, მოვითხოვეთ დამატებითი ფუნქციის გააქტიურება. სოლარიუმის ნათურების სამუშაო ვადის ამოწურვის შემდეგ, აპარატი მთლიანად ითიშება. მისი ახლიდან ჩართვა კი მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი, როდესაც ნათურები სრულად გამოიცვლება. ეს გვაძლევს იმის საშუალებას რომ თამამად ვთქვათ, ბალნეოლოგიურ კლინიკაში განთავსებული სოლარიუმი, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა.
კლინიკა კოსმეტოლოგიის მიმართულებითაც მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს და მომხმარებელს სხვადასხვა პროცედურებს სთავაზობს.
- დერმატო-კოსმეტოლოგის კონსულტაცია;
- სახის ღრმა წმენდა;
- ქიმიური პილინგი;
- ჰიდრადერმია;
- პროცედურა Age Summan;
- კონტურული პლასტიკა ფილერით;
- კონტურული პლასტიკა პრეპარატით (RADIESSE);
- ბიორევიტალიზაცია;
- პლაზმათერაპია PRP;
- ბოტულინოთერაპია (DISPORT);
ბალნეოლოგიური კურორტი ფიტნეს დარბაზსაც მოიცავს, სადაც იოგას და პილატეს კვალიფიციური ფიტნეს ინსტრუქტორი ატარებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბალნეოლოგიური კურორტი ერთგავრი კულტურა, რიტუალი და ჯანსაღი ცხოვრების წესიაა.