რა იწვევს ყბის ტკივილს?
ყბის ტკივილი გავრცელებული ჩივილია, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს. ეს სიმპტომი შესაძლოა იყოს მსუბუქი ან იმდენად მწვავე, რომ მნიშვნელოვნად დააქვეითოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი.
ყბის ტკივილი შესაძლოა გაწუხებდეთ შემდეგი შეგრძნებით:
- საფეთქლის-ქვედა ყბის სახსრის გაშეშება;
- ფეთქვადი/პულსირებადი ტკივილი ყბის არეში;
- ყბის ინტენსიური ტკივილი ტრავმის შემდეგ;
- ტკივილი, რომელიც ვრცელდება გულმკერდიდან ან მხრიდან ყბისკენ.
ზოგჯერ ყბის ტკივილი სპეციფიკური მკურნალობის კურსის გარეშე იკურნება. თუმცა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს თუ სიმპტომი გრძელდება კვირაზე მეტხანს.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ყბის ტკივილი ემერჯენსი მდგომარეობაა და უნდა გამოიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ გამოგივლინდებათ შემდეგი ნიშნები:
- ფიქრობთ, რომ მოიტეხეთ ან იღრძეთ ყბა;
- ტკივილი ვრცელდება გულმკერდიდან ყბისკენ.
უმეტესად ყბის ტკივილს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადება იწვევს.
სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- კბილის აბსცესი;
- ართრიტი;
- კბილების კრაჭუნი;
- ღრძილის დაავადება;
- ბაქტერიული ინფექცია;
- ტრავმა;
- ყბაყურა;
- ყბის მოტეხილობა ან ღრძობა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24447-jaw-pain
