საყვარელ ადამიანთან დაშორება ყოველთვის რთულია.
არ არსებობს ერთი კონკრეტული ფორმულა, რომელიც ყველა სასიყვარულო ურთიერთობას მოერგება - რამდენი ადამიანიცაა, იმდენივე ტიპის რომანი იქმნება; მთავარია გულწრფელი იყოთ ურთიერთობაში და სხვების გრძნობებით არ ითამაშოთ, მაგალითად, თუ ქალს ოჯახის შექმნა და შვილების გაჩენა სურს და ეს თქვენს უახლოეს გეგმაში არ შედის, მის დროს და ენერგიას ნუ გაფლანგავთ, იპოვეთ თქვენი პიროვნება.
საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა - კვლევის ავტორებმა ქალებს სთხოვეს ის ძირითადი საკითხი დაესახელებინათ, რომელიც სასიყვარულო ურთიერთობის დასრულების მიზეზი გახდა.
პასუხი ასე გამოიყურება:
• 30 წელს გადაცილებულმა კაცმა პრიორიტეტების განსაზღვრა ვერ ისწავლა, მისთვის არასდროს ვყოფილვარ მნიშვნელოვანი. მისთვის პრიორიტეტი ყოველთვის მეგობრები იყვნენ! წარმოიდგინეთ, დეიდაჩემს ინფარქტი დაემართა და იმის ნაცვლად საავადმყოფოში წამომყოლოდა ბარში დათვრა. 24 საათის განმავლობაში ერთი მესიჯიც კი არ გამომიგზავნა და არ მოვუკითხივარ;
• დედამისზე იყო ზედმეტად დამოკიდებული, ეს მაღიზიანებდა;
• ისეთი შეგრძნება მქონდა ჩემზე კი არა, არამედ ვიდეოთამაშებზე იყო დაქორწინებული. არც ფული მომითხოვია და არც ძვირფასი საჩუქრები,მხოლოდ ყურადღებას და სითბოს ველოდი;
• სხვა ქალებთან ზედმეტად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, არანაირი საზღვარი;
• ჩემს პარტნიორს არ მოსწონდა როგორ გამოვიყურებოდი, ამას ვგრძნობდი;
• წარმოდგენა არ გაქვთ თუ როგორი მარტო და უსუსური ხართ, როცა ცხოვრობთ ცუდი მენტალური ჯანმრთელობის მქონე პირთან;
• ჰიგიენის პრობლემა;
• ყველა პაემანი ან ნაბიჯი ჩემი დაგეგმილი იყო - არასდროს გამოუჩენია ინიციატივა;
• ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ თუნდაც ერთი საერთო ინტერესი და ჰობი არ გვქონდა;
• მის მიმართ გრძნობა დავკარგე;
• ზედმეტად დიდი დრო დავკარგე იმ ადამიანთან, რომელთანაც მომავალი უბრალოდ არ მქონდა;
• განსხვავებული ცხოვრების მიზანი გვქონდა;
• მის გვერდით ბედნიერი არ ვიყავი;
• მუდმივად ვკამათობდით;
• ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ პატარა ბავშვის დედა ვიყავი და რეალურად ზრდასრულ კაცზე ზრუნვა მიწევდა, დავიღალე;
• კომუნიკაცია არ შეგვეძლო.
წყარო:
https://www.buzzfeed.com/hannahdobro/reasons-women-ended-relationships
