ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 16 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
მსოფლიოში კორონავირუსით 7 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 118 502 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 3 255 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 6 400 ადამიანი და დაიღუპა 124, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 60 071 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 726 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 18 559 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 481 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 17 264 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 429 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 15 281 და დაიღუპა 482 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 927 და დაიღუპა 13.
წყარო: