რა არის დისკექტომია?
დისკექტომია ქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც ქირურგს ხერხემლიდან დაზიანებული დისკის ნაწილი ამოაქვს.
დისკექტომია იდეალური ვარიანტია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ტკივილი კომპრესირებული ნერვიდან ზედა თუ ქვედა კიდურებისკენ. პროცედურა ნაკლებად ეფექტურია იმ შემთხვევაში თუ ტკივილი შეიგრძნობა მხოლოდ ზურგის ან კისრის არეში. ზურგის ან კისრის ტკივილის შემთხვევაში გაცილებით ეფექტურია წონის კლება, ართრიტისთვის განკუთვნილი სამკურნალო მეთოდები და ფიზიოთერაპია.
დისკექტომია რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:
- ნერვის სისუსტის გამო პაციენტს უჭირს დგომა ან სიარული;
- კონსერვატიული მკურნალობის (სტეროიდული ინექცია ან ფიზიოთერაპია) დასრულებიდან 6-12 კვირის ვადაში სიმპტომები არ ალაგდა, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი არ გაუმჯობესდა;
- ტკივილი ვრცელდება დუნდულების, ფეხების, მკლავების, გულმკერდის არეში და დისკომფორტის მართვას ზედმეტი ძალისხმევა სჭირდება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/tests-procedures/diskectomy/about/pac-20393837
