ოსტეონეკროზი - როცა ძვალი ვეღარ მარაგდება საჭირო რაოდენობის სისხლითა და ჟანგბადით

ოსტეონეკროზი - როცა ძვალი ვეღარ მარაგდება საჭირო რაოდენობის სისხლითა და ჟანგბადით

რა არის ოსტეონეკროზი?

ოსტეონეკროზი არის დიაგნოზი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ძვალი იღებს გაცილებით ნაკლები დოზის სისხლსა და ჟანგბადს, ვიდრე ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება, შესაბამისად, ამ დანაკლისის ფონზე თუ დროულად არ დაიწყება მკურნალობა მოსალოდნელია კოლაფსი, მოტეხილობა.

მდგომარეობა, ძირითადად, აზიანებს თეძოს ძვალსა და მუხლის სახსარს. როგორც წესი, იწვევს ტკივილს, გაშეშებასა და მობილობის პროგრესირებად დაკარგვას.

დიაგნოსტირებისთვის ინიშნება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ან რენტგენული კვლევა.

მკურნალობის კურსის მიზანია დაავადების პროგრესირების შემცირება, პაციენტის ფიზიკური აქტივობის დონის გაუმჯობესება, სახსრის შენარჩუნება.

თუ ოსტეონეკროზი დიაგნოსტირდება მაშინ, როდესაც დაზიანება ძვლის მხოლოდ მცირე არეზეა, ინიშნება მედიკამენტური თერაპია.

როცა ძვალი შეხორცებას იწყებს შესაძლოა დაინიშნოს ფიზიოთერაპია, რაც სასარგებლოა სახსრის მობილობისა და კუნთის გასამკვრივებლად.

სახსრის ტოტალური ჩანაცვლებითი ოპერაციაა საჭირო იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც ოსტეონეკროზის გამო დაწყებულია ძვლის კოლაფსი, შესაბამისად, პაციენტს აწუხებს მწვავე ტკივილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:  

https://nyulangone.org/conditions/osteonecrosis/treatments/joint-replacement-surgery-for-osteonecrosis