ხმა გვეხმარება გამოვხატოთ თუ რას ვგრძნობთ, ვხედავთ, ვფიქრობთ.
სახის მიმიკისა და ხმის ტონის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ როგორ ხასიათზეა თანამოსაუბრე, რა აღიზიანებს ან როგორია მისი დამოკიდებულება თემის მიმართ.
ტერმინი ვოკალური დაღლილობა მიუთითებს იმაზე, რომ ხორხის კუნთები დაიღალა, გადაიქანცა და იწვევს ტკივილს. ამ მდგომარეობის დროს შეიძლება გაგიჭირდეთ ხმამაღლა საუბარი, მეტყველებისას მოგიწიოთ საუბრის შეწყვეტა, გქონდეთ სისუსტის შეგრძნება ყელის მიდამოში.
ხორხის კუნთების დაღლილობისას ხშირად უჩივიან პირის სიმშრალეს, სუნთქვის უკმარისობას, თითქოს მთელი ორგანიზმის დაძაბვა სჭირდებათ საუბარი რომ წამოიწყონ, აქვთ ყელში ბურთის შეგრძნება. ამ სიმპტომების საპრევენციოდ აუცილებელია გავუფრთხილდეთ ხმას.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გაციების, ზედა რესპირატორული ინფექციის ალაგების მიუხედავად არ დაგიბრუნდათ თქვენი ბუნებრივი ხმა ან საუბრის დროს გრძნობთ ტკივილსა და დისკომფორტს.
ვოკალური ჰიგიენისთვის კი მოწოდებულია შემდეგი რეკომენდაცია:
- რეგულარულად დალიეთ წყალი;
- შეამცირეთ კოფეინისა და ალკოჰოლის დოზა;
- მოერიდეთ ყვირილს, ხმამაღლა საუბარს;
- მოერიდეთ თამბაქოს კვამლს, მტვერსა და შესასხურებელ ხსნარებს;
- საუბრის დროს ჩაუწიეთ რადიოს ან ტელევიზორის ხმას;
- შეეცადეთ არ ისაუბროთ ქარში, ღია ფანჯარაში, ავტომანქანების საცობში - მსგავსი გარემო ხმაურიანია და იძულებული იქნებით ხმამაღლა ისაუბროთ, რაც ცუდ შედეგს დატოვებს ხორხის კუნთებზე;
- მოერიდეთ ხმამაღლა დახველებას;
- ყელის ტკივილის დროს დაუშვებელია საუბარი და სიმღერა;
- თუ გარკვეული მიზეზის გამო დიდხანს გიწევდათ საუბარი დღის ბოლოს ხმა უნდა დაასვენოთ.
წყარო:
https://www.genphysio.com.au/our-news/vocal-fatigue/
