პლანკა - ვარჯიში, რომელიც სხეულის ყველა კუნთს ერთდროულად ამკვრივებს

პლანკა - ვარჯიში, რომელიც სხეულის ყველა კუნთს ერთდროულად ამკვრივებს

რატომ არის სასარგებლო პლანკა?

თუ არ იცით რომელ ვარჯიშზეა საუბარი გირჩევთ ინტერნეტში მოიძიოთ ზუმბა ან ფიტნესინსტრუქტორების ვიდეოები (ჩაწერეთ Plank).

საუბარია სტატიკურ ვარჯიშზე, რომლის დროსაც რამდენიმე წამის (ან წუთის) განმავლობაში სხეული უნდა გქონდეთ აზიდული და ერთ პოზაში გაჩერებული. ვიდეოს ნახვის შემდეგ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ძალიან მარტივია, თუმცა ცდებით - საჭიროა სხვადასხვა კუნთის ჩართულობა, ერთ პოზაში გაჩერება. აუცილებელია თავდაპირველად რამდენიმე წამით დაიწყოთ და დროთა განმავლობაში ინტერვალი გაზარდოთ.

პლანკა სასარგებლოა ხერხემლისთვის, ზურგის, საჯდომისა და კიდურების კუნთებისთვის - ამ ვარჯიშის დროს უმჯობესდება სუნთქვა, კონცენტრაციის უნარი, სხეულს ემატება ამტანობა.

პლანკას დროს მოგეთხოვებათ სწორი სუნთქვა, რაც დამატებითი ბონუსია მენტალური ჯანმრთელობისთვის.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ გექნებათ შეგრძნება, რომ თქვენი ნებისყოფა გამოიწვიეთ და სიზარმაცე დაამარცხეთ, რაც პოზიტიური განწყობის გარანტია.

პლანკა იდეალურია ტორსისთვის.

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://health.clevelandclinic.org/plank-exercise-benefits